ასტრონომები XMM-Newton (ESA) რენდგენული კოსმოსური ობსერვატორიის და ავსტრალიური CSIRO რადიო ტელესკოპების მეშვეობით აკვირდებოდნენ მცირე მასის (რამოდენიმე მზის მასის ტოლი) შავი ხვრელის ერთ-ერთ კანდიდატს, რომელიც თავიდან არ ასხივებდა რენდგენის დიაპაზონში და არ გამოტყორცნიდა ჭავლებს. დაკვირვების დაწყებიდან ერთ კვირაში კი ობიექტს მოულოდნელად გაუჩნდა ჭავლები და რენტგენის სპექტრი. სპექტრალური ხაზები შეესაბამებოდა რკინის და ნიკელის ატომებს, რომლებიც საგრძნობლად იყვნენ წანაცვლებული ძლიერი გრავიტაციის ზემოქმედების შედეგად. ეს ფაქტი კი არის კარგი საბუთი ვარაუდისთვის, რომ ჭავლების წყაროები შავი ხვრელებია. გარდა ამისა შეგვიძლია გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ ჭავლის სტრუქტურაზეც. მაშინ როცა ჭავლების უარყოფითი მუხტი ძირითადად ელექტრონებითაა წარმოდგენილი, მათი დადებითი მუხტის წყარო შეიძლება ჩვეულებრივი მატერიის იონიზირებული ატომები იყვნენ.