შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 10

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

სატურნის მთვარეზე სიცოცხლის ნიშნებს მიაკვლიეს
სატურნის მთვარეზე სიცოცხლის ნიშნებს მიაკვლიეს

როგორც ცნობილია ჯერ კიდევ გრძელდება სატურნის ხელოვნური თანამგზავრის Cassini (NASA) მისია, რომელიც დედამიწიდან 1997 წელს იქნა გაშვებული და სატურნს 2004 წელს მიაღწია. Cassini-იმ სატურნის და მისი თანამგზავრების მრავალი ფოტო და სამეცნიერო მონაცემი მოგვაწოდა.

ჟურნალ Science-ს 14 აპრილის ნომერში Cassini-ის გუნდის სტატია ეძღვნება სატურნის ერთ-ერთ მთვარეს - ენცელადას. ენცელადა ზომით სატურნის მეექვსე ბუნებრივი თანამგზავრია. მისი რადიუსი დაახლოებით 25-ჯერ, ხოლო მასა 200-ჯერ ნაკლებია დედამიწასთან შედარებით. სატურნის გარშემო მისი ბრუნვის პერიოდია 32.9 სთ. მთვარეს საკმაოდ გაიშვიათებული ატმოსფერო აქვს, მაგრამ მისი დაახლოებით 20 კმ სისქის გაყინული ზედაპირის ქვეშ, თითქმის 40 კმ სიღრმის თხევადი ოკეანეა განთავსებული, რომელიც სავარაუდოდ 900C-მდე თბება ჰიდროთერმული აქტივობების გამო. ითვლება, რომ ენცელადას ცენტრში 180-185 კმ რადიუსის მყარი სილიკატის ბირთვი მდებარეობს. ენცელადის სამხრეთ პოლუსთან დაიკვირვება ყინულოვანი გარსის ოთხი ნაპრალი, ე. წ. "ვეფხვის ზოლები" (tiger stripes). ამ ნაპრალებიდან დროდადრო იფრქვევა გეიზერები, რომლებიც შემდგომ იყინება და წარმოქმნის ყინულის კრისტალებისგან აგებულ სატურნის E რგოლს.

2015 წლის ოქტომბერში Cassini-ის ენცელადასთან სარეკორდო დაახლოებისას (დაახლოებით 49 კმ სამხრეთი პოლუსიდან), ზონდზე განთავსებული ხელსაწყოთი INMS (Ion and Neutral Mass Spectrometer), მოხდა მთვარის სამხრეთ პოლუსთან მდებარე კრიოვულკანებიდან ამოფრქვეული ოკეანის მარილიანი წყლის დეტალური ანალიზი. წყლის, მეთანის და ამიაკის გარდა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ენცელადას გეიზერები შეიცავს 1.4 % მოლეკულურ წყალბადს და 0.8 % ნახშირორჟანგს, რომლებიც კრიტიკულად აუცილებელი კომპონენტებიაა მიკროორგანიზმების მიერ მეთანის ბიოსინთეზისთვის.

ენცელადას გეიზერებში მოლეკულური წყალბადის წილი აღმოჩნდა საკმაოდ დიდი, დაახლოებით წყლის 1/100. განხილული იქნა მისი წარმოშობის სხვადასხვა ვერსია, თუმცა ყველაზე ალბათურად მეცნიერები მიიჩნევენ ენცელადას ოკეანის ფსკერზე ჰიდროთერმული წყაროების არსებობას, რომლებშიც მიმდინარეობს ქიმიური რეაქციები მინერალურ ქანებსა და ორგანულ მატერიას შორის. დედამიწაზე მსგავსი პროცესები ქმნიან არქეების ეკოსისტემას - პრიმიტიული მიკრობები, რომლებიც ენერგიას ჟანგბადის გარეშე იღებენ. ვარაუდი, რომ ენცელადას წიაღში სიცოცხლის არსებობისთვის ხელსაყრელი პირობებია აღნიშნული იქნა სპეციალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც 2017 წლის 13 აპრილს NASA-მ მოაწყო.

ენცელადა ამჟამად მიკრობული დონის სიცოცხლის არსებობის ალბათურობით ნომერი პირველი ციური სხეულია. თუმცა ოკეანეები შესაძლოა არსებობდნენ მზის სისტემის სხვა ებიექტების წიაღშიც, მაგალითად პლუტონი, იუპიტერის მთვარეები (ევროპა, კალისტრო და განიმედი) სატურნის მთვარეები (დიონისე და ტიტანი) და ნეპტუნის მთვარე ტრიტონი.

ავღნიშნოთ, რომ Cassini-ს მისიის დასრულება დაგეგმილია 2017 წლის 15 სექტემბერს. მას ჩაძირავენ სატურნის ატმოსფეროში, რათა თავიდან იქნას აცილებული ენცელადას და სატურნის სხვა მთვარეების შესაძლო დაბინძურება დედამიწისეული მიკრობული ფლორით.

წყარო:

https://www.nasa.gov/press-release/nasa-missions-provide-new-insights-into-ocean-worlds-in-our-solar-system

http://science.sciencemag.org/content/356/6334/155

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.