შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ზესწრაფი ამოფრქვევები შავი ხვრელიდან
ზესწრაფი ამოფრქვევები შავი ხვრელიდან

მეცნიერებმა აქტიურ გალაქტიკა- IRAS-13224-3809-ის შავ ხვრელზე დაკვირვების შედეგად შეამჩნიეს, რომ მისი ჭავლების (მატერიის მძლავრი ამოფრქვევა შავი ხვრელის პოლუსების გასწვრივ) ტემპერატურა იცვლებოდა საათზე მცირე დროში, 100-ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე აქამდე ყოფილა დაკვირვებული.

ჭავლის ტემპერატურის სწრაფი ცვლილება მიგვანიშნებს, რომ იგი რეაგირებს რენტგენულ გამოსხივებაზე, რომელიც მოდის აკრეციული დისკოდან (მტვრის ზონა შავ ხვრელის გარშემო). ეს არის პირველი შემთხვევა, როცა შავი ხვრელის ჭავლების გამოსვლა დამოკიდებული აღმოჩნდა მის ნათობაზე.

ახალი კვლევა 2 მარტს გამოქვეყნდა ჟურნალ Nature-ში. გაზომვები ჩაატარებული იქნა ორი კოსმოსური ტელესკოპით, NuSTAR (NASA) და XMM-Newton (ESA).

ჭავლის ტემპერატურის გასაზომად მეცნიერები სწავლობდნენ შავი ხვრელის გარე პერიმეტრის რენტგენის გამოსხივებას, რომელიც განჭოლავდა ჭავლებს. ჭავლში შემავალ რკინის და მაგნიუმის ატომებს შეუძლიათ რენტგენის სხივების შთანთქმა და სიგნალის სპექტრში ქმნიან სპეციფიკურ „წყვეტებს“. ამ წყვეტებზე დაკვირვებით კი შეგვიძლია დავადგინოთ ჭავლის შედგენილობას.

მეცნიერებმა შენიშნეს, რომ რამდენიმე საათიან ინტერვალში შთანთქმა ხან ხდებოდა ხან არა და დაასკვნეს, რომ რენტგენის სხივები ათბობდა ჭავლს მილიონ გრადუსამდე, რის შედეგადაც იგი ვეღარ ახერხებდა რენტგენის სხივების შთანთქმას.

ის რომ ჭავლის თვისებები დამოკიდებულია რენტგენის გამოსხივებაზე და ორივე ძალზე ცვალებადია მიგვანიშნებს, რომ ეს ორი გამოსხივება შავი ხვრელის ჰორიზონტთან ძალიან ახლოს ჩნდება.

წყარო:

https://www.scien...132003.htm

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.