შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 4

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

CMS-ის კალორიმეტრში მეცნიერები სილიკონის სენსორებს გამოიყნებენ
CMS-ის კალორიმეტრში მეცნიერები სილიკონის სენსორებს გამოიყნებენ

CERN-ის ლაბორატორიებში მეცნიერები მუშაობენ ახალი ტიპის სილიკონისგან დამზადებული სენსორების შექმნაზე. თითოეულ სენსორს ექნება ექვსკუთხედის ფორმა და დაახლოებით 1 მმ სისქის იქნება. ნავარაუდევია, რომ ასეთი სილიკონისა და რკინის ფენებისგან დამზადდება ახალი დეტექტორი, რომელიც ჩაანაცვლებს CMS-ის კალორიმეტრების ნაწილს.

ზოგადად კალორიმეტრი არის ხელსაწყო რომელიც ზომავს იმ ენერგიას, რომელსაც მასში გავლისას ნაწილაკი კარგავს. ახალი სილიკონის სენსორებისგან დამზადებული კალორიმეტრი კი გაზომავს როგორც ნაწილაკის ენერგიას, ასევე დააფიქსირებს ნაწილაკის შემოსვლის დროს და მის კვალს კალორიმეტრში.

ეს პროექტი არის ნაწილი ფართომასშტაბიანი გეგმისა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს 2025 წლისთვის დიდი ადრონული კოლაიდერის კალორიმეტრის მაღალ ნათობაზე გამართული მუშაობა.

კალორიმეტრები, რომელიც ამჟამად გამოიყენება არ არის მდგრადი და დროთა განმავლობაში განიცდის დეგრადაციას რადიაცის გამო. ასევე ძველი ტექნოლოგიით შეუძლებელია გაირჩეს ორი ნაწილაკი რომელიც ერთმანეთთან ახლოს გავლიან დეტექტორში. სილიკონის სენოსრებისგან დამზადებული კალორიმეტრი კი ყველა ამ პრობლემას გადაჭრის. ასევე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალი ტექნოლოგიით მოხერხდება ელექტრო ენერგიის მოხმარების ოპტიმიზირება, რაც მნიშვენლოვნად შეამცირებს ხარჯებს.


home.cern/sites/home.web.cern.ch/files/image/inline-images/hjarlett/img_5885.jpeg
ახალი სენსორების გამოცდა ჯერ-ჯერობით ლაბორატორიაში მიმდინარეობს.

წყარო: http://home.cern/...n-appetite

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.