შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

მეცნიერებმა "ლითოსფეროს მაგნიტური ველი" გამოიკვლიეს
მეცნიერებმა "ლითოსფეროს მაგნიტური ველი" გამოიკვლიეს

როგორც ვიცით დედამიწის მაგნიტური ველი კოსმოსური რადიაციისა და მზის ქარისგან გვიცავს და მის გარეშე სიცოცხლე არც იარსებებდა. ველის ძირითად ნაწილს დედამიწის ბირთვში, 3,000 კმ-ს ქვემოთ, გამდნარი რკინის მოძრაობა განაპირობებს. სრული მაგნიტური ველის 6 %-ს კი ე.წ. "ლითოსფეროს მაგნიტური ველი" ქმნის, რომელსაც ატმოსფეროში წარმოქმნილი ელექტრული დენები და დედამიწის ქერქსა და მანტიის ზედა ფენაში არსებული მაგნიტური ქანები ქმნიან. "ლითოსფეროს მაგნიტური ველი" ძალიან სუსტი და კოსმოსიდან ძნელად დასაკვირვებელია, მაგრამ 2013 წელს გაშვებულმა Swarm-ის სამმა სატელიტმა ეს მოახერხა.

ახალი რუქა გვიჩვენებს დედამიწის ქერქში გეოლოგიური სტრუქტურით გამოწვეულ მაგნიტური ველის ვარიაციებს, რომელსაც გარკვეულ ადგილებში ანომალიებიც ახასიათებს. მაგალითად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ეს ანომალია გამორჩეულად ძლიერი და განიერია. მიზეზი დღესაც არაა გარკვეული, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ რომ იგი მეტეორიტით უნდა იყოს გამოწვეული, რომელიც სავარაუდოდ 540 მილიონი წლის წინ ჩამოვარდა.

რუქა ასევე საინტერესო ცნობებს გვაწვდის დედამიწის მაგნიტური პოლუსების პოლარობის შეცვლაზე, როცა სამხრეთი და ჩრდილოეთი პოლუსები ადგილებს ცვლიან, რაც რამდენიმე ასეულ ათას წელიწადში ერთხელ ხდება. ვულკანებით ქერქის ჩამოყალიბების პროცესის დროს მაგმაში არსებული რკინით მდიდარი მინერალები დედამიწის მაგნიტური ჩრდილოეთისკენ ორიენტირდებიან (ძირითადად ოკეანის ფსკერზე), მყარდებიან და ერთგვარ "მაგნიტურ ხაზებს" ტოვებენ. სატელიტებით სწორედ ასეთი "ხაზების" დაკვირვება მოხერხდა. მონაცემთა ანალიზი კი დაეხმარება მეცნიერებს ინფორმაცია მიიღონ წარსულში მაგნიტური ველის ცვალებადობის და ტექტონიკური ფილების მოძრაობის შესახებ. რუქის მონაცემებით შეგვიძლია დავადგინოთ მაგნიტური ველის განაწილება 250 კმ სიღრმემდე, რაც მნიშვნელოვანია ლითოსფეროს გეოლოგიისა და ტემპერატურის შესწავლის საქმეში. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ელექტრული დენების წარმოქმნის სეზონური ვარიაცია სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონებში განსხვავებული და ასიმეტრიულია, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია იონოსფეროში მზის ქარით წარმოქმნილი ძლიერი ელექტრული დენებით, რომლის შესახებ საუკუნის წინ ნორვეგიელი მეცნიერი კრისტიან ბირკლენდი წერდა.

წყარო:
https://www.scien...122834.htm
http://www.esa.in...etic_field
http://www.esa.in...discovered

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.