შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

მსგავსება შავ ხვრელებსა და ზედენად ჰელიუმს შორის
მსგავსება შავ ხვრელებსა და ზედენად ჰელიუმს შორის

1970 წელს სტივენ ჰოუკინგმა და ჯეიკობ ბეკენშტეინმა აღმოაჩინეს, რომ შავი ხვრელის თვისებები არ არის დამოკიდებული მის მოცულობაზე, არამედ ზედაპირის ფართობზე. ამ იდეამ მრავალი უცნაური ფენომენის ახსნა შეძლო. პირველადი სიმულაციები ცხადყოფენ, რომ რაღაც მსგავსი ხდება მიკრო სამყაროშიც.

ამერიკელი და კანადელი მეცნიერების ჯგუფი იკვლევდა ზედენად ჰელიუმს, რომელიც გაციებული იყო 2 კელვინზე დაბალ ტემპერატურაზე. ამ მდგომარეობაში მატერიაში თავს იჩენს კვანტური თვისებები და ჰელიუმის ატომებს ვეღარ განვიხილავთ როგორც ცალკეულს, არამედ უნდა აღიწერონ როგორც ერთიანი კვანტური სისტემა.

მეცნიერებმა ჩაატარეს 64 ჰელიუმის ატომისგან შემდგარი სფეროს რიცხვითი მოდელირება და აღმოაჩინეს, რომ ამ სისტემის თვისებები დამოკიდებულია სფეროს ზედაპირის ფართობზე და არა მოცულობაზე, ისევე როგორც შავი ხვრელების შემთხვევაში.

ეს კონცეფცია ცნობილია ჰოლოგრაფიული პრინციპის სახელწოდებით, რომელიც გულისხმობს, რომ 3-განზომილებიანი ობიექტის შესახებ ინფორმაცია ინახება მის შემომსაზღვრელ 2-განზომილებიან ზედაპირზე. აღმოჩენას შეიძლება ჰქონდეს როგორც ტექნიკური ასევე ღრმა მეცნიერული გამოყენება. კვანტური კომპიუტერებისთვის ზედენადი ჰელიუმი მნიშვნელოვან მასალას წარმოადგენს. მეორეს მხრივ, უჩვეულო მსგავსება შავ ხვრელებსა და მიკო სამყაროს შორის შესაძლოა საკვანძო წერტილი გახდეს ფარდობითობის ზოგადი თეორიისა და კვანტური მექანიკის გაერთიანების გზაზე და გაგვიძღვეს "ყველაფრის თეორიამდე".

წყარო:

https://www.sciencenews.org/article/superfluid-helium-behaves-black-holes

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.