ფარული მატერია თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი საიდუმლოა. NASA-ს ორბიტალური ტელესკოპის Hubble-ის გამოსახულებების გამოყენებით იელის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერთა ჯგუფმა შეძლო უპრეცენდენტო სიზუსტით აღედგინა ფარული მატერიის განაწილება სამი შორეული გალაქტიკის გროვის ფარგლებში. მათ გამოიყენეს გრავიტაციული ლინზირების მეთოდი, ანუ თუ როგორ ამახინჯებს კლასტერის მიზიდულობის ძალა უფრო შორეული გალაქტიკების გამოსახულებას. მეცნიერებმა გამოაცალკევეს რამდენიმე ათეული ფონური გალაქტიკება, მათი განლაგებისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, ხოლო შემდგომ შეძლეს იმის დადგენა თუ როგორ არის ფარული მატერია განლაგებული თავად კლასტერში.
ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ის თებერვლის ნომერში გამოქვეყნებული სტატიიდან მოყვანილ რუკაზე პიკები აღნიშნავს გალაქტიკებს მდებარეობას, ანუ იმ ლოკაციებს სადაც ფარული მატერიის დიდი კონცენტრაცია არსებობს.
აღსანიშნავია, რომ მიღებული რუკა ემთხვევა ცივი ფარული მატერიის კომპიუტერული მოდელირებით მიღებულ ფარული მატერიის განაწილებას. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფარული მატერია დიდი ალბათობით შედგება მძიმე, ერთმანეთთან სუსტად ურთიერთქმედი ნაწილაკებისაგან (WIMPs).
ფარული მატერიის შესწავლამ შეიძლება გასცეს პასუხი კითხვებს თუ როგორ ყალიბდებიან გალაქტიკები და როგორ არის მოწყობილი სამყარო.
წყარო:
https://www.sciencedaily.com/releases/2017/03/170301105603.htm