შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 4

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ასტროფიზიკოსებმა აღწერეს ერთი ვარსკვლავიდან ორი შავი ხვრელის გაჩენის შესაძლებლობა
ასტროფიზიკოსებმა აღწერეს ერთი ვარსკვლავიდან ორი შავი ხვრელის გაჩენის შესაძლებლობა

შავი ხვრელი არის მასიური სხეული რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი გრავიტაციული მიზიდოლობა რომლისგანაც თავის დაღწევა ფოტონსაც არ შეუძლია. შავი ხვრელების ზომები და მასები განსხვავებულია. ითვლება, რომ ყველაზე პატარა შავი ხვრელი მიკრონის ზომისაა, ყველაზე დიდის მასა  კი მილიონობით მზის მასას შეიძლება უტოლდებოდეს. პატარა შავი ხვრელი შეიძლება გაიზარდოს გარშემო მყოფი ციური სხეულების, ან მეზობელი შავი ხვრელების ხარჯზე და გახდეს ზემასიური.

ცნობილია, რომ მზესთან შედაებით  8-ჯერ უფრო მასიური ვარსკვლავის კოლაფსის დროს შეიძლება გაჩნდეს შავი ხვრელი. გალაქტიკების ცენტრებში ნავარაუდევი ზემასიური (მილიონი მზის მასა) შავი ხვრელები კი ითვლება, რომ ჩნდება შედარებით მომცრო შავი ხვრელების შერწყმის შედეგად. ასტრონომებისთვის ცნობილი კვაზარების არსებობა გვაფიქრებინებს, რომ ზემასიური შავი ხვრელები უკვე დიდი აეთქებიდან 1 მილიარდი წლის შემდეგ არსებობდნენ.

ამჟამად სამყაროში არ არიან ვარსკვლავები რომელთა მასა მზისას თუნდაც 1000-ჯერ აღემატება. ამიტომ მათ მხოლოდ ჩვეულებრივი შავი ხვრელების შექმნა ძალუძთ. თუმცა მზეზე მილიონჯერ მასიური ვარსკვლავებს შესაძლოა სამყაროს არსებობის საწყის ეტაპებზე ეარსებათ და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა უნდა ყოფილიყო არაუმეტეს 2 მილიონი წლისა (შედარებისთვის, მზის კლასის ვარსკვლავის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 მილიარდი წელია). ასეთი ზემასიური ვარსკვლავის კოლაფსის კომპიუტერულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ შესაძლებელია ერთდროულად ორი მცირე შავი ხვრელის გაჩენა, რომლებიც შემდეგ სწრაფად ერთდებიან და ქმნიან ზემასიურ შავ ხვრელს.

http://www.scienc...152443.htm

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.