სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელი ეყრდნობა ე.წ. კოსმოლოგიურ პრინციპს, რომ სამყარო დიდ მასშტაბებზე იზოტროპული და ერთგვაროვანია. კოსმოლოგიური პრინციპის შესამოწმებლად მეცნიერები ძირითადად იყენებენ სამყაროში ყველაზე ძველი, რელიქტური გამოსხივების (CMB) თვისებებს. ანიზოტროპიის შემთხვევაში CMB-ს ტემპერატურულ განაწილებაში იარსებებდა სპეციფიკური კანონზომიერებები (მაგალითად ქვედა სურათზე ნაჩვენები სპირალები). 2006 წელს კოსმოსური ზონი WMAP (NASA) მონაცემებით მიღებულ CMB-ს ტემპერატურულ რუქაზე მეცნიერებმა აღმოაჩინეს ანიზოტროპიის ღერძი, რომელსაც „ეშმაკის ისარი“ შეარქვეს (axis of evil). თუმცა შემდგომში ეს ანომალია სტატისტიკური შეცდომის არტეფაქტი აღმოჩნდა. ჟურნალმა Physical Review Letters ეხლახან დასაბეჭდად მიიღო სტატია, რომელშიც მეცნიერებს ლონდონის საუნივერსიტეტო და იმპერიალ კოლეჯებიდან, მოჰყავთ კოსმოსური ობსერვატორია Planck (ESA) მიერ 2009-2013 წლებში მიღებული მონაცემების (ზედა სურათი) ანალიზი სუპერ კომპიუტერის საშუალებით. ისინი დიდი სიზუსტით ადასტურებენ კოსმოლოგიური პრინციპის მართებულობას და აჩვენებენ, რომ კოსმოსში გამორჩეული მიმართულების არსებობის ალბათობა 10-6-ზე ნაკლებია.
წყარო:
https://arxiv.org/abs/1605.07178