შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

პირველი ვარსკვლავები ნავარაუდევზე ბევრად გვიან გაჩნდნენ
პირველი ვარსკვლავები ნავარაუდევზე ბევრად გვიან გაჩნდნენ

თანამედროვე მონაცემებით სამყაროს ასაკი 13.8 მილიარდი წელია. სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელის თანახმად დიდი აფეთქებიდან 380 000 წლის შემდეგ კოსმოსური პლაზმის ტემპერატურა და სიმკვრივე იმდენად დაეცა, რომ სამყარო ფოტონებისთვის „გამჭვირვალე“ გახდა. ამ პირველ სინათლეს მიკროტალღური რელიქტური გამოსხივების (CMB) სახით ამჟამად აკვირდებიან ისეთი ხელსაწყოებით როგორიცაა კოსმოსური ტელესკოპები Planck (ESA). CMB-ის განაწილება და ფლუქტუაციები გვაძლევს ინფორმაცია სამყაროს ისტორიის, შედგენილობის და გეომეტრიის შესახებ.

CMB-ის გამოსხივება მოხდა ე.წ. რეკომბინაციის ეპოქაში, როცა კოსმოსურ პლაზმაში არსებულმა ელექტრონებმა და პროტონებმა შექმნეს პირველი სტაბილური წყალბადის ატომები. ამის შემდეგ რამდენიმე მილიონი წელი გავიდა სანამ ეს ატომები გრავიტაციულად გაერთიანდა და წარმოიშვა ვარსკვლავების პირველი თაობა. ამ ვარსკვლავების გამოსხივებამ გამოიწვია კოსმოსში დარჩენილი წყალბადის ატომების მეორადი დაშლა - „რეიონიზაცია“. ამ ატომებზე CMB-ის გაბნევით გამოწვეული პოლარიზაციის მონაცემებით კი შესაძლებელია შეფასდეს როდის დაიწყო რეიონიზაცის ეპოქა, ანუ როდის გაჩნდა პირველი ვარსკვლავები. ყველაზე შორი გალაქტიკების დაკვირვება ცხადყოფს, რომ რეიონიზაცის ეპოქა უკვე დასრულებული იყო დიდი აფეთქებიდან 900 მილიონი წლის შემდეგ, რაც იძლევა კირველი ვარსკვლავების გაჩენის ზედა ზღვარს.

რეიონიზაციის ეპოქის პირველი შეფასება, 300-400 მილიონი წელი დიდი აფეთქებიდან, მიღებული იქნა 2003 წელს კოსმოსური ზონდის WMAP (NASA) მონაცემებზე დაყრდნობით. 2015 წელს კოსმოსურ ტელესკოპ Planck-ზე განთავსებული დაბალი სიხშირის ინსტუმენტის (LFI) მონაცემებით რეიონიზაციის ასაკმა გადაიწია 550 მილონ წლამდე. უფრო მგრძნობიარე, მაღალი სიხშირის ინსტრუმენტის (HFI), ახლახან დამთავრებული ანალიზის საფუძველზე კი კოლაბორაცია Planck ჟურნალ Astronomy&Astrophysics ბოლო ნომერში გამოქვეყნებულ სტატიებში ამტკიცებს, რომ რეინიზაცია მოხდა მაშინ როცა სამყაროს ასაკი დაახლოებით 700 მილიონი წელი იყო. ეს კი ნიშნავს, რომ თანამედროვე ხელსაწყოები ხედავენ პირველ ვარსკვლავებს, ანუ კაცობრიობა უკვე აკვირდება სამყაროს უძველეს ობიექტებს („კიდეს“).

წყარო:

http://www.aanda.org/component/article?access=doi&doi=10.1051/0004-6361/201628897

http://www.aanda.org/component/article?access=doi&doi=10.1051/0004-6361/201628890

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.