შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა
ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა

25 მაისის ლოს ალამოსის ბაზაში ჩადებულ სტატიაში მოთხრობილია ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტის აღმოჩენის შესახებ. ეგზოპლანეტა CI Tau b ბრუნავს ჩვენგან 450 სინათლის წლით დაშორებულ ახალგაზრდა (2 მილიონი წლის) ვარსკვლავის გარშემო კუროს თანავარსკვლავედში. პლანეტა განეკუთვნება ცხელი იუპიტერების კლასს, იგი იუპიტერზე 11-ჯერ დიდია და ვარსკვლავის გარშემო ბრუნვის პერიოდია 9 დღე. თვით ვარსკვლავი კი იმდენად ახალგაზრდაა, რომ ჯერ კიდევ გარს ერტყმის იმ მტვრის და გაზის დისკო, რომლისაგანაც თვითონ შეიქმნა.

ახალგაზრდა ეგზოპლანეტები წინათაც აღმოუჩენიათ მეცნიერებს მაგრამ CI Tau b თავის ვარსკვლავთან ძალიან ახლოსაა და გაურკვეველია თუ როგორ შეიქმნა ასეთი დიდი პლანეტა ასე მცირე დროში ვარსკვლავთან ახლოს. შესაძლოა პლანეტა ვარსკვლავის მიდამოებში კი არ გაჩნდა, არამედ შორი ორბიტიდან გადაინაცვლა ცენტრისკენ. ახალი აღმოჩენა დაეხმარება მეცნიერებს ნათელი მოჰფინონ ამ პროცესს.

CI Tau b-ის აღმოსაჩენად მეცნიერებმა გამოიყენეს ოპტიკური და ინფრაწითელი ტელესკოპები, რათა დაეფიქსირებინათ მისი გრავიტაციით გამოწვეული ვარსკვლავის გამოსხივების სიხშირის პერიოდული ცვლილება. პლანეტის არსებობა დადგინდა ორივე ოპტიკურ და ინფრაწითელ დიაპაზონში, რამაც გამორიცხა ახალგაზრდა და აქტიური ვარსკვლავებისთვის დამახასიათებელი ცვალებადობებით გამოწვეული შესაძლო შეცდომა.

წყარო: https://www.scien...e-its-star

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.