შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 9

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ფლამინგო ვარსკვლავები ვარდისფერდებიან როდესაც სანსლავენ პლანეტებს
ფლამინგო ვარსკვლავები ვარდისფერდებიან როდესაც სანსლავენ პლანეტებს

შარშან სან-პაულოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ მძიმე ელემენტების მაღალი შემცველობის მქონე ვარსკვლავებს შესაძლოა მეტალი მიეღოთ თავისი ევოლუციის განმავლობაში "შეჭმული" პლანეტისგან. ახლახან კი პიზის უნივერსიტეტის მკვლევარებმა თავის სტატიაში გამოთქვეს მოსაზრება, რომ ვარსკვლავს პლანეტების შეჭმით შეუძლია ფერის შეცვლა. მათ გამოიყენეს კომპიუტერული მოდელირება, რათა ეჩვენებინათ თუ რა ხდება, როდესაც სხვადასხვა ზომის პლანეტის ნივთიერება (დედამიწის ზომის და 50-ჯერ უფრო მასიური) დაფარავს ვარსკვლავის ზედაპირს. აღმოჩნდა, რომ ერთი ან რამდენიმე მეტალის შემცველი პლანეტის ჩაყლაპვა საკმარისია იმისთვის, რომ შეიცვალოს ვარსკვლავის ზედაპირის ქიმიური შემადგენლობა და მას წითური ელფერი შესძინოს, ვინაიდან მეტალი შთანთქავს უფრო მოკლე (ლურჯ) ტალღის სიგრძის სინათლეს, ანუ ამკვეთრებს ვარსკვლავის წითელ შეფერილობას.

ეს ეფექტი წააგავს ფლამინგოების გავარდისფერებას, როდესაც ისინი ყლაპავენ პიგმენტებით მდიდარ საკვებს, ოღონდ ვარსკვლავურ მასშტაბებზე.

რადგან პლანეტების ჩაყლაპვა ხდება ვარსკვლავის ევოლუციის ადრეულ ეტაპებზე, რთულია იმის თქმა თუ რამდენ ახლანდელ ვარსკვლავებს ჰქონდა პლანეტების შეჭმის ჩვევა ახალგაზრდობაში, რადგან პლანეტების შეჭმის და ვარსკვლავის ფერის შეცვლის პროცესი ჯერ არაა დაკვირვებული. შესაძლოა ჩვენ მზესაც აქვს შეჭმული ერთი ან მეტი პლანეტა.

წყარო: https://www.newsc...LOBAL-hoot

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.