ბოლდერის უნივერსიტეტის (კოლორადოს) მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გალაქტიკები აფრქვევენ მათი ვარსკვლავების მიერ შექმნილ დიდი რაოდენობის მძიმე ელემენტებს გარე ჰალოში და გალაქტიკათა შორისო სივრცეში. კვლევა აჩვენებს, რომ ვარსკვლავების, პლანეტების და თავად სიცოცხლის შექმნისთვის აუცილებელი ჟანგბადის, ნახშირორჟანგისა და რკინის ატომების რაოდენობა მეტია გაზურ ჰალოებში ვიდრე თვითონ გალაქტიკებში.
აღმოჩნდა, რომ გაზური ჰალოები ცენტრალურ როლს თამაშობენ გალაქტიკაში ელემენტების გაცვლის საქმეში, თუმცა ამ პროცესის ზუსტი მექანიზმი უცნობია. ტიპური გალაქტიკის ზომა 30,000 - 100,000 სინათლის წელია, მაშინ როცა გალაქტიკური ჰალოების ზომა მილიონობით სინათლის წელს აღწევს.
მკვლევრები იყენებდნენ COS ულტრაიისფერი სპექტროგრაფის მონაცემებს, რომელიც დამონტაჟებულია კოსმოსურ ტელესკოპზე Hubble (NASA). ეს 70 მილიონი დოლარის ღირებულების ინსტრუმენტი შექმნილი სწორედ გალაქტიკების გაზური ჰალოების შესასწავლად.
სპირალური გალაქტიკებში, როგორიცაა ჩვენი გალაქტიკა, მიმდინარეობს აქტიური ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესი და მათ აქვთ მოლურჯო ფერი. მაშინ როცა ელიფსურ გალაქტიკებში ჩნდება ცოტა ვარსკვლავს და ისინი გამოიყურებიან წითლად. ორივე ტიპის გალაქტიკა შეიცავს 10 დან 100 მდე მილიარდ ვარსკვლავს, რომელიც ქმნიან მძიმე ელემენტებს.
კომპიუტერული სიმულაციებით მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ორივე ტიპის გალაქტიკების ჰალოები შეიცავდნენ გალაქტიკის ნახევარზე მეტ მძიმე ელემენტებს. ეს ნიშნავს, რომ გალაქტიკები არ არიან ისეთი ეფექტურები თავიანთი მატერიის შეკავებაში როგორც აქამდე ეგონათ. ახალი სიმულაციები ასევე ხსნიან COS დაკვირვების მონაცემებს, რომ ელიფსური გალაქტიკების ჰალოები შეიცავს ნაკლებ ჟანგბადს ვიდრე სპირალურების. ჰალოები ელიფსურში უფრო ცხელია, მაღალი ტემპერატურები (დაახლოებით 1 მილიონი კელვინი) კი ამცირებს ჟანგბადის წილს. შედარებისთვის, სპირალურ გალაქტიკებში ამ აირის ტემპერატურა 300,000 კელვინია (დაახლოებით 50-ჯერ უფრო ცხელი ვიდრე მზის ზედაპირი).