შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ჰოკინგის ჯგუფმა დააზუსტა "თხელი თმის" თეორია
ჰოკინგის ჯგუფმა დააზუსტა "თხელი თმის" თეორია

სტივენ ჰოკინგი, მალკომ პერთან და ანდრიუ სტრომინგერთად ერთად დაუბრუნდა შავი ხვრელის ინფორმაციული პარადოქსის ახსნის იდეას. ჟურნალ Physical Review Letters-ში 6 ივნისს გამოქვეყნდა მათი სტატია, სადაც ჩამოყალიბებულია მათი მოსაზრებები თუ რატომაა ე. წ. „თხელი თმის“ იდეა შავი ხვრელების ინფორმაციული პარადოქსის ახსნის გასაღები.

შავი ხვრელის ინფორმაციული პარადოქსი შემდეგში მდგომარეობს: თეორიულად შავი ხვრელი შთანთქავს ყველაფერს მის ირგვლივ, მათ შორის სინათლესაც, რაც იწვევს ინფორმაციის სამუდამოდ დაკარგვას. თუმცა 70-იან წლებში ჰოკინგმა კოლეგებთან ერთად შეამჩნია, რომ რაღაც ინფორმაცია შესაძლოა ახერხებდეს შავი ხვრელისგან კვანტურად თავის დაღწევას. ეს მოვლენა ცნობილი გახდა როგორც "ჰოკინგის გამოსხივება". თუმცა, ამ მექანიზმით გამოღწეული ინფორმაცია არ არის საკმარისი ყველაფრის აღსაწერად რაც შთაინთქა შავი ხვრელის მიერ. ამიტომა კვლავ აქტუალურად დარჩა კითხვა, თუ რა მოსდის ინფორმაციას შავი ხვრელის საბოლოოდ "აორთქლების" შემდეგ.

იანვარში ჰოკინგმა კოლეგებთან ერთად შემოგვთავაზა ამ პარადოქსის შესაძლო ახსნა. თეორია დაფუძნებული იყო ე. წ. "თხელი თმის" მოდელზე. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ კვანტური აღგზნებები (თხელი თმა) შავი ხვრელის გარშემო ქმნის ჰალოს, რომელიც თავის მხრივ ინახავს ინფორმაციას იმაზე, თუ რა მატერია „გადაამუშავა“ შავმა ხვრელმა. ეს შესაძლებელია 70-იან წლებში გამოთქმული ორი იდეის გამოყენებით - რომ არსებობს ერთადერთი ვაკუუმური მდგომარეობა შავი ხვრელის გარშემო და შავ ხვრელს არა აქვს თმები.

თმების არქონა მეტაფორაა, რაც ფიზიკურად ნიშნავს, რომ გარე დამკვირვებლისთვის შავი ხვრელი ხასიათდება მხოლოდ სამი კლასიკური პარამეტრით: მასა, ელექტრული მუხტი და კუთხური მომენტი. ყველა სხვა ინფორმაცია კვანტურ ნაწილაკებზე ქრება შავ ხვრელში.

"თხელი თმის" იდეა ბევრმა მეცნიერმა არ გაიზიარა, რადგან გაუგებარია როგორ ხდება ინფორმაციის გაცვლა შავ ხვრელსა და „თმებს“ შორის. ბოლო სტატიაში მართალია სამეულმა კვლავ ვერ გადაჭრა შავი ხვრელების ინფორმაციის პრობლემა სრულად, თუმცა მათ დახვეწეს მათემატიკური აპარატი და შედარებით დამაჯერებლად აჩვენეს "თხელი თმის" არსებობა მათ მოდელში. თუ ისინი მოახერხებენ იგივეს გამეორებას გრავიტაციისთვისაც და აჩვენებენ რომ სრული ინფორმაცია მართლაც ინახება "თხელ თმაში", მაშინ მკვეთრად გაიზრდება შავი ხვრელების ინფორმაციული პარადოქსის საბოლოოდ  გადაჭრის შანსი.

წყარო: http://phys.org/n...heory.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.