შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 8

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ზემასიური შავი ხვრელი ვარსკვლავებს ბადებს
ზემასიური შავი ხვრელი ვარსკვლავებს ბადებს

ჟურნალ Nature-ში 9 ივნისს გამოქვეყნებული სტატიის თანახმად პირველად მოხერხდა დაკვირვება ცივი გაზური ღრუბლების, რომლებიც დიდი სისწრაფით (355 კმ/წმ-დე) "ჩაედინებოდნენ" შავი ხვრელისაკენ.

ასტროფიზიკოსების საერთაშორისო ჯგუფი ატაკამას უდაბნოში (ჩილე) განთავსებულ პარანალის ობსერვატორიის დიდი ტელესკოპით აკვირდებოდა შორეულ გალაქტიკურ კლასტერს Abell 2597. ისინი იკვლევდნენ ვარსკვლავთშორისო ცივი მოლეკულური ღრუბლების განაწილებას და მოძრაობას და აღმოაჩინეს, რომ ისინი წარმოქმნიან გიგანტურ აკრეციულ ნაკადებს კლასტერის ცენტრებში მდებარე ძალიან კაშკაშა ელეფსური გალაქტიკის შავი ხვრელის მიმართულებით, რომელსაც გარს ერტყმის ცხელი პლაზმის მკვრივი ღრუბელი. აღმოჩნდა, რომ ეს ცხელი იონიზირებული გაზი არის მხოლოდ გარსი, რომლის შიგნით მდებარეობს ბევრად ცივი მოლეკულური ღრუბლები. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ღრუბლები მიემერთებიან შევი ხვრელისკენ და ააქტიურებენ ვარსკვლავთ წარმოქმნის პროცესებს გალაქტიკის ცენტრთან ახლოს. მანძილი, რომელზეც გადაჭიმულია ცენტრისკენ მოძრავი ცივი გაზი ასტრონომების შეფასებით ათეულობით პარსეკს შეადგენს, ხოლო ღრუბლის მასა მილიონობით დედამიწის მასის ტოლია.

ახალი დაკვირვებები წარმოადგენს პირველ პირდაპირ მტკიცებულობას იმ ჰიპოთეზის სასარგებლოდ, რომლის მიხედვითაც შავი ხვრელები „იკვებებიან“ ცივი გაზური ღრუბლებით და არა ცხელი გაზით. ასევე ეს მიგვანიშნებს ამ პროცესის ახალ მექანიზმზე. მარტივი მოდელის მიხედვით შავი ხვრელებს გარს არტყია სფერული აკრეციული ღრუბლები, რომლებიც "მდორედ" ჩაედინებიან ცენტრისკენ. ახალი დაკვირვებით ეს პროცესი არ მიმდინარეობს "მდორედ", პირიქით შთანთქმა ხდება ქაოსურად და პორციებით. ამიტომაც ამჟამად ვარაუდობენ, რომ შავ ხვრელებს აქვთ შთანთქმის ორი მექანიზმი: უმეტესად აკრეცია მიმდინარეობს ნელა და თანაბრად, მაგრამ ხანდახან შთანთქმა ხდება სწრაფად და ქაოსურად.

წყარო:

http://www.sci-news.com/astronomy/feeding-habits-active-black-hole-03933.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.