ქნარის თანავარსკვლავედის მიმართულებით, დედამიწიდან 1,200 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს Kepler-62f, რომელიც ჩვენს პლანეტაზე 40 %-ით დიდია. იგი ბრუნავს ჩვენი მზეზე მკრთალი ვარსკვლავის გარშემო, დაახლოებით ვენერას ორბიტის ტოლ რადიუსზე და მისი ბრუნვის პერიოდია 269 დღე. მიუხედავად იმისა, რომ Kepler-62f დედემიწაზე ახლო ორბიტაზე მოძრაობს შეფასებების თანახმად მისი წითელი ჯუჯა ვარსკვლავი ვერ იძლევა საკმარის სითბოს იმისთვის, რომ ზედაპირზე წყალი იყოს თხევად მდგომარეობაში, ანუ პლანეტა იმყოფებოდეს სასიცოცხლო ზონაში.
Kepler-62f აღმოაჩინეს 2013 წელს, თუმცა დღემდე სისტემატურად ქვეყნდება ნაშრომები მისი ორბიტის და კლიმატის მედელირების შედეგებით. ბოლო ასეთი შრომა ახლახან წარმოადგინეს კალიფორნიის უნივერსიტეტის (ლოს ანჟელესი) მეცნიერებმა ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების კონფერენციაზე. მათ Kepler-62f-ის ორბიტისა და კლიმატის მოდელების შეთავსება მოახდინეს, რათა პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობა დაემტკიცებინათ. მათი მონაცემებით იმისთვის, რომ Kepler-62f-ზე თბილი კლიმატი არსებობდეს მისი ატმოსფერო დედამიწისაზე 3-5-ჯერ სქელი უნდა იყოს და თითქმის მთლიანად ნახშირორჟანგისგან უნდა შედგებოდეს.