SISSA-ს (იტალია) მეცნიერების ახალი ჰიპოთეზების თანახმად, დიდი ელიფსური გალაქტიკები შეიქმნენ სამყაროს განვითარების ადრეულ ეტაპებზე ლოკალური ვარსკვლავების ფორმირებისას. ეს ეწინააღმდეგება გავრცელებულ თეორიას იმის შესახებ, რომ დიდი ელიფსური გალაქტიკები წარმოიქმნენ სპირალური გალაქტიკების შერწყმით. კვლევა დაფუძვნებულია კოსმოსური ტელესკოპების Herschel-ის და Hubble-ის მიერ მოგროვებული მონაცემების ინტეგრირებულ ანალიზზე.
ყველაფერი იწყება მტვერთან დაკავშირებული პრობლემით: ვარსკვლავების ფორმირების მაღალი ინდექსის მქონე გალაქტიკები შეიცავენ ყველაზე დიდი რაოდენობით მტვერს, რადგან ვარსკვლავების ფორმირებისას წარმოიქმნება აირები და მძიმე მოლეკულები. ეს ნიშნავს იმას, რომ ვარსკვლავების გამოსხივებაზე დაკვირვება ვერ მოხდება ოპტიკურ და ულტრაიისფერ დიაპაზონში, რადგან ის შთაინთქმება მტვრის მიერ და შემდეგ ხელახლა გამოიტყორცნება ინფრაწითელ სპექტრში. ხოლო როცა შორეულ და ძველ გალაქტიკებს ვსწავლობთ ძალიან რთულია ინფრაწითელ გამოსხივებაზე დაკვირვება. ამ სირთულეების გამო ყველა კვლევა აქამდე ძირითადად თეორიულ ანალიზს ემყარებოდა. ახალ კვლევაში გაკეთდა ყველაფერი პირიქით. მეცნიიერთა ჯგუფმა კვლევა დაიწყო დაკვირვებადი მონაცემებით ახლო გალაქტიკების სრული და შორეული გალაქტიკების არასრული ფორმირების შესახებ, დარჩენილი ხარვეზები კი შეავსეს მათივე შემუშავებულ თეორიაზე დაყრდნობით და აგრეთვე გაითვალისწინეს გრავიტაციული ლინზირების მოვლენა. მათ მიერ The Astrophysical Journalის ბოლო ნომერში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით ელიფსური გალაქტიკები ვერ შეიქმნებოდნენ გალაქტიკების შეერთებით, რადგან არ იყო საკმარისი დრო იმისთვის, რომ გალაქტიკებში წარმოქმნილიყო იმდენი ვარსკვლავი, რამდენიც დაიკვირვება ახლა. ეს კი ნიშნავს, რომ ამ გალაქტიკების შექმნა დაკავშირებული უნდა იყოს თვითონ ვარსკვლავის ფორმირების პროცესთან. ეს ნაშრომი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გალაქტიკების ფორმირების მომავალი მოდელების შექმნის საქმეში.
წყარო:
https://www.sciencedaily.com/releases/2016/06/160601083920.htm