საუკუნის წინ ზოგადი ფარდობითობის ზოგადი თეორიის ფარგლებში აინშტაინმა იწინასწარმეტყველა, რომ გრავიტაციას შეეძლო გაეღუნა სივრცე-დრო და შედეგად სინათლე უნდა გავრცელებულიყო მრუდე ხაზის გასწვრივ. ასტრონომები ამ ეფექტს პირველად 1919 წელს დააკვირდნენ, მზის სრული დაბნელებისას მზის კიდეს უკან მდებარე ვარსკვლავების განლაგების გაზომვით. შორეული გალაქტიკებიდან წამოსული სინათლე იღუნება მასსა და ჩვენ შორის მდებარე რაიმე მასიური ობიექტის გამო. ამ მოვლენას ეწოდება გრავიტაციული ლინზირება, იშვიათ შემთხვევებში კი დაიკვირვება რკალური ლინზირება ე. წ. სინათლის აინშტაინის ბეჭდები.
ახლად აღმოჩენილი ბეჭედი, რომელსაც აღმომჩენებმა Canarias უწოდეს, მდებარეობს მოქანდაკის (Sculptor) თანავარსკვლავედში, რომელიც არის ჩვენი გალაქტიკის კომპანიონი. აღმოჩენა გაკეთდა ჩილეს ანდებში განთავსებული 4-მეტრიანი ტელესკოპით Victor Blanco.
სინათლე, რომელსაც დღეს ჩვენ ვაკვირდებით აინშტაინის ბეჭედი დატოვა 8 მილიარდი წლის წინ, ანუ ჩვენ მას ვხედავთ ისეთს, როგორიც ის უყო დიდი აფეთქებიდან 5 მილიარდი წლის შემდეგ. მიუხედავად Canarias-ის მცირე ზომისა (მისი კუთხური ზომა დაახლოებით გრადუსის 1/800-ია) ის მაინც ერთ-ერთი ყველაზე დიდია სხვა აქამდე ნაპოვნ აინშტაინის ბეჭდებს შორის.
წყარო: