შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 4

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

დედამიწის ბირთვი მის ზედაპირზე უფრო ახალგაზრდაა
დედამიწის ბირთვი მის ზედაპირზე უფრო ახალგაზრდაა

1960 წელს თავის ცნობილ ლექციებში რიჩარდ ფეინმანმა აღნიშნა, რომ დროის გრავიტაციული შენელების გამო შესაძლოა დედამიწის ბირთვსა და ზედაპირს შორის ასაკთა სხვაობა არსებობდეს. მისი ლექციების გამოქვეყნებული ვერსიის თანახმად ეს განსხვავება 1-2 დღე იქნებოდა. ახლახან ეს ვარაუდი გადაამოწმეს დანიელმა მეცნიერებმა European Journal of Physics-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. დედამიწის რეალისტური მოდელისთვის მათი გამოთვლებით ბირთვი აღმოჩნდა 2.5 წლითახალგაზრდავიდრე დედამიწის ქერქი.

ცნობილია, რომ გრავიტაცია ცვლის დრო-სივრცის გეომეტრიას. ობიექტი, რომელიც ახლოსაა დედამიწის ცენტრთან გრძნობს მეტ გრავიტაციულწნევასვიდრე გარეთ - დრო ბირთვთან ნელდება. რაც ნიშნავს იმას, რომ მატერია, რომლისაგანაც ბირთვი შედგება არის უფრო ახალგაზრდა. დანიელი მეცნიერების შეფასებებით დედამიწის არსებობის 4.5 მილიარდი წლის განმავლობაში გრავიტაციას უნდა გამოეწვია დროის ფარდობითი დაგვიანება 2.5 წლით. ეს აღმოჩენა კიდევ ერთი მაგალითია იმისა თუ როგორ გავლენას ახდენს გრავიტაცია დროზე.

წყარო: http://phys.org/n...=item-menu

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.