ახალგაზრდა გალაქტიკებში აქტიურად მიმდინარეობს გაზის ღრუბლებიდან ახალი ვარსკვლავების წარმოქმნა. თუმცა შემდგომ ვარსკვლავების ფორმირება წყდება, მიუხედავად იმისა, რომ გალაქტიკებში ვარსკვლავური გაზის რაოდენობა ხშირად საკმაოდ დიდია. გალაქტიკების „გამორთვის“ ამ პროცესის მექანიზმი ერთ-ერთ ამოუხსნელ საიდუმლოს წარმოადგენს. ტოკიოს და ოქსფორდის უნივერსიტეტების მეცნიერებმა Nature-ში მიღებულ სტატიაში ეს პროცესი ახსნეს ახლახან აღმოჩენილი ფენომენით, ძველი გალაქტიკების ცენტრებში მდებარე ზემასიური შავიხვრელების ქარით (ე. წ. "წითელი გეიზერები").
ვარსკვლავები იბადებიან როცა ხდება გაზური ღრუბლის გაცივება და გრავიტაციის გამო მათი სიმკვრივის ნელ-ნელა ზრდა. ხანდაზმულ გალაქტიკებში, სადაც იყო საკმარისი მტვერი ვარსკვლავების "ასანთებად", აუხსნელი მიზეზების გამო ეს არ ხდებოდა. ძველი გალაქტიკების დიდი ცენტრალური შავი ხვრელების "წითელი გეიზერების" გათვალისწინებით, მტვრის მოძრაობის მოდელირებაში გამოჩნდა, რომ ვერ ხერხდებოდა მტვრის საკმარისად გაციება და შესაბამისად ვერც ვარსკვლავების წარმოქმნა. თითქმის „გამორთული“ გალაქტიკა "აკირას" მაგალითზე მეცნიერებმა აჩვენეს, რომ გალაქტიკის ცენტრიდან მომავალი ქარის ენერგია საკმარისად დიდია იმისთვის, რომ გააცხელოს ვარსკვლავური მტვერი და ამით შეაჩეროს იქ ვარსკვლავების დაბადება.