Trinity College-ის (ირლანდია) მეცნიერების ჯგუფმა აღმოაჩინა სინათლის ახალი ფორმა, რომელშიც ფოტონის კუთხური მომენტი არის პლანკის მუდმივას ნახევრის ტოლი. ეს განსხვავება ჩვეულებრივი სინათლისაგან თითქოს მცირეა, თუმცა ღრმა შინაარსის მქონეა რადგან აჩვენებ, რომ შესაძლებელია არ სრულდებოდეს ისეთი ფუნდამენტური კანონზომიერებაც კი, რომელიც ყველას შეუცვლელი ეგონა.
სინათლეს ახასიათებენ ტალღის სიგრძით და ნაკლებად ცნობილი პარამეტრით - კუთხური მომენტით. კუთხური მომენტი საზოგადოდ წარმოადგენს რაიმე ობიექტის ბრუნვით მახასიათებელს. სინათლე გარკვეული ღერძის გასწვრივ გავრცელებისას შეიძლება ბრუნავდეს კიდეც მის გარშემო. ეს ფაქტია ეყრდნობა დაახლოებით 200 წლის წინანდელ აღმოჩენას, რომლის თანახმადაც სინათლის სხივი გარკვეულ კრისტალებში გავლისას იღებს ღრუიანი ცილინდრის ფორმას. მეცნიერებმა უკვე გამოიყენეს ეს თვისება ხრახნის-მაგვარი სტრუქტურის სინათლის მისაღებად და ამის ხარჯზე ოპტიკური არხებით დამატებითი ინფორმაციის გადასაცემად.
კვანტურ მექანიკაზე დაყრდნობით მბრუნავი სხივების ანალიზით მეცნიერებმა მიიღეს, რომ ფოტონის კუთხური მომენტის კვანტი უნდა ყოფილიყო პლანკის მუდმივის ნახევრი, რაც გაიზომა კიდეც ექსპერიმენტულად სპეციალური მოწყობილობის საშუალებით. ასევე პირველად მოახერხდა ნაკადის კვანტური შესწორებების გაზომვაც. მსგავს მოვლენას, როცა ნაწილაკების კვანტური მახასიათებლები მოსალოდნელი მნიშვნელობების წილადები გამოდიოდა, ფიზიკოსები წააწყდნენ 1980-იანი წლებიდან, ოღონდ აქამდე ლაპარაკი იყო დაბალი განზომილების (სიბრტყეში) ლოკალიზებულ სისტემებზე და არა სინათლეზე ჩვეულებრივ სივრცეში.