შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ზეახალის საწვავის მარაგი მიგვანიშნებს "დიდ წინაპრებზე"
ზეახალის საწვავის მარაგი მიგვანიშნებს "დიდ წინაპრებზე"

ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტის (ANU) ასტრონომებმა აღმოაჩინეს Ia ტიპის ზეახალი ვარსკვლავი, რომლის ნარჩენ ნათებაში ჩანს რადიოაქტიური 57Co-ის დაშლის კვალი. ეს გვაძლევს ახალ მინიშნებას კოსმოლოგიური მანძილების გაზომვისთვის მეტად მნიშვნელოვანი ობიექტების, Ia ტიპის ზეახალი ვარსკვლავების აფეთქების მიზეზის შესახებ.

კობალტის იზოტოპები, 56Co და 57Co, წარმოიქმნება ნახშირბადისა და ჟანგბადის სინთეზის დროს ვარსკვლავის აფეთქებამდე. 57Co მინარევის გაჩენა განსაზღვრავს რა მასის ვარსკვლავის (1.1 დან 1.4 მზის მასა) აფეთქება მოხდა. მასათა სხვაობა არც თუ ისე განსხვავებული ჩანს, თუმცა 57Co-ის სინთეზისთვის ვარსკვლავის ბირთვის სიმკვრივე 100-ჯერ მეტი უნდა ყოფილიყო. ეს კი ადასტურებს Ia ტიპის ზეახალის აფეთქების მოდელს სადაც თეთრი ჯუჯა ფეთქდება მის მიერ კომპანიონი ვარსკვლავის მატერიის აკრეციის შედეგად. მეორე მოდელის თანახმად კი Ia ტიპის ზეახალი წარმოიქმნება ორი თეთრი ჯუჯის (დაახლოებით 1.1 მზის მასის) დაჯახებისას.

ავსტრალიელი მეცნიერები იყენებდნენ კოსმოსური ტელესკოპი Huuble-ს მონაცემებს, რომელიც ობიექტს აკვირდებოდა 1 055 დღის განმავლობაში ნათობის პიკიდან. თავდაპირველ სტადიაში დომინირებდა 56Co 56Fe (ნახევარდაშლის პერიოდი 77 დღე) დაშლის სიგნალი. როდესაც უკვე 56Co-ის წვლილი უმნიშვნელო იყო დაიმზირა 57Co 57Fe დაშლები (ნახევარდაშლის პერიოდი 270 დღე), რომლის დროსაც გამოსხივდება რენტგენის სხივები და ელექტრონები პოზიტრონების ნაცვლად.

წყარო:

http://phys.org/n...-clue.html
http://iopscience...ld.iop.org

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.