შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ვარსკვლავური კანიბალიზმი ვარსკვლავს გარდაქმნის ყავისფერ ჯუჯად
ვარსკვლავური კანიბალიზმი ვარსკვლავს გარდაქმნის ყავისფერ ჯუჯად

Nature-ის ბოლო ნომერში გამოქვეყნდა სტატია, რომლშიც საუბარია ასტრონომების მიერ აღმოჩენილ ობიექტზე, რომელიც უნდა ყოფილიყო ვარსკვლავი სანამ მისი კომპანიონი თეთრი ჯუჯა გაძარცვავდა მას. ეს აღმოჩენა ასტროფიზიკოსების საერთაშორისო გუნდმა ჩვენგან 730 სინათლის წლით დაშორებულ ორმაგ სისტემა J1433-ზე დაკვირვებით გააკეთა. ეს სისტემა შედგება თეთრი ჯუჯას გარშემო მბრუნავი მცირე მასის ვარსკვლავისგან (დაახლოებით 60 იუპიტერის მასის), რომელსაც მისი პარტნიორი მუდმივად ართმევს მასას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ პროცესის შედეგად ვარსკვლავმა დაკარგა თავისი საწყისი მასის 90% და გადაიქცა ყავისფერ ჯუჯად.

უმეტესი წილი ყავისფერი ჯუჯებისა არიან "არშემდგარი ვარსკვლავები", ობიექტები, რომლებიც დაიბადნენ ძალიან მცირე მასით იმისათვის, რომ ანათებდნენ მათ ბირთვში არსებული წყალბადის სინთეზის ხარჯზე. მაგრამ ეს არ ეხება J1433 სისტემის ყავისფერ ჯუჯას, რადგან ის დაიბადა სრულყოფილ ვარსკვლავად, მაგრამ გახდა მილიარდწლოვანი ვარსკვლავური კანიბალიზმის მსხვერპლი, რის შედეგადაც დაკარგა მასა.

მეცნიერები ამ სისტემას აკვირდებოდნენ ჩილეში მდებარე ტელესკოპ VLT-ს (Very Large Telescope) ინსტრუმენტით X-shooter. ესაა ამჯამად მომქმედი ერთადერთი ხელსაწყო, რომელსაც შეუძლია დააკვირდეს ასტრონომიულ ობიექტებს ერთდროულად გამოსხივების სრულ სპექტრში - ულტრააიისფერიდან ინფრაწითელამდე.

ამჟამად ნაპოვნია J1433-ს მსგავსი თვისებების რამდენიმე სისტემა, რაც ადასტურებს, რომ ვარსკვლავის გარდაქმნა ყავისფერ ჯუჯად შესაძლებელია. გარდა ამისა ასტრონომება ეს მონაცემები გამოიყენეს ყავისფერი ჯუჯას ზედაპირის ტემპერატურის განაწილების შესასწავლად. აღმოჩნდა, რომ ტემპერატურის განაწილება არაერთგვაროვანია, რაც გამოწვეულია ცხელი თეთრი ჯუჯიდან წამოსული მძლავრი გამოსხივებით. განაწილების რუკაზე ჩანს ტემპერატურების სხვაობა თეთრი ჯუჯისკენ და საწინააღმდეგოდ მიმართულ მხარეებს შორის. საშუალო სხვაობის სიდიდე აღმოჩნდა 57 გრადუსი. 

წყარო: http://phys.org/n...dwarf.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.