უმრავლესი ვარსკვლავის, მათ შორის ჩვენი მზის, ევოლუციის შედეგად წარმოიშვება ეგრათ წოდებული თეთრი ჯუჯა ვარსკვლავები. ასეთი ვარსკვლავების ზედაპირზე ისეთი დიდი გრავიტაციული მიზიდულობით გამოირჩევა, რომ ჰელიუმზე მძიმე ნებისმიერი ელემენტი ჯუჯის ცენტრისკენ უნდა ‘ჩაიძიროს’. ამიტომ გაკვირვება გამოიწვია ასტრონომების აღმოჩენამ, რომ არსებობენ თეთრი ჯუჯები რომელთა ზედაპირზე დაიკვირვება ჟანგბადი, სილიციუმი და სხვა შედარებით მძიმე ელემენტები. ეს ელემენტები შეიძლება იყვნენე ერთ დროს არსებული პლანეტარული სისტემების ნაშთები.
ერთ-ერთი ჯუჯა ვარსკვლავის, GD 61, მახლობლად დაიკვირვება უჩვეულოდ დიდი ჟანგბადის რაოდენობა, რაც შესაძლოა წყლის არსებობის მიმანიშნებელი იყოს. მეცნიერთა ანალიზის თანახმად ეს შეიძლება იყოს ასტეროიდის ნარჩენები, რომლის 26-28 % წყლისგან შედგებოდა. წყლით მდიდარი ასტეროიდები კი ითვლება მნიშვნელოვან ობიექტებად სიცოცხლის მატარებელი პლანეტების ფორმირების საქმეში.
http://news.sciencemag.org/chemistry/2013/10/stellar-graveyard-shows-signs-possible-past-life