შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ელექტრონების აღმრიცხველი
ელექტრონების აღმრიცხველი

ფიზიკის ნაციონალური ლაბორატორიის (NPL) და კემბრიჯის უნივერსიტეტის (ორივე დიდი ბრიტანეთი) მკვლევარებმა დაამზადეს ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ელექტრონების დათვლა. ელექტრონების ჩაჭერა ხდება ნახევარგამტარული ნივთიერებისგან დამზადებულ სპეციალური ხელსაწყოში - „ელექტრონის ტუმბო“. აქ ელექტრონები შემოსაზღვრულები არიან დაახლოებით 250 ნანომეტრის არეში, სადაც ხდება მათი რაოდენობის განსაღვრა ნანომასშტაბის მუხტის საზომიში, „კვანტურ წერტილოვან კონტაქტში“ გამავალი დენის გაზომვით. ამ აპარატის ცდომილება საკმაოდ მცირეა (შეცდომის ალბათობა არის ერთი მილიონში, რაც დაკავშირებულია ე.წ.  „უკუ-ტუნელირების“ ეფექტთან). სხვადასხვა ცდებში, როდესაც ჯგუფმა მილიონჯერ სცადა ტუმბოში ერთი ელექტრონის ჩაჭერა, მხოლოდ 28-ჯერ ვერ მოხერხდა სასურველი შედეგის მიღწევა. ხოლო, როდესაც მილიონჯერ სცადეს ორი ელექტრონის „ჩატუმბვა“ მხოლოდ ერთ შეცდომა დაფიქსირდა. ეს შედეგები ასჯერ უფრო ზუსტია წინა საუკეთესო გაზომვებთნ შედარებით, სადაც მუხტს ზომავდნენ ტუმბოდან გამოსვლისას, რომლის დროსაც ხდებოდა არასასურველი პროცესი - ელექტრონების გაფანტვა შედარებით დიდ არეალში, რაც თავის მხრივ ამცირებს გაზომვის სიზუსტეს.

ვინაიდან ახალი ხელსაწყოს საშუალებით შესაძლებელია ინდივიდუალური ელექტრონების ჩატუმბვა და შემდგომ მათზე მანიპულირება (წამში ატარებს მილიარდ ელექტრონს), შესაძლებელი ხდება წრედში წარმოიქმნას მაღალი სიზუსტის დენი. ტექნოლოგიის დახვეწამ შესაძლოა მომავალში საფუძველი ჩაუყაროს SI სისტემის ელექტრული დენის ძალის ერთეულის - ამპერის ახალ განმარტებას.

წყარო:
http://phys.org/n...uracy.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.