საუთჰემპტონის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერებმა ლაზერული გრავირების მეთოდის გამოყენებით, მონეტის ზომის ფირებზე მოახერხეს რამდენიმე დიდი მოცულობის დოკუმენტის (მათ შორის: თავისუფლების დიდი ქარტია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ბიბლია, ისააკ ნიუტონის სამეცნიერო ტრაქტატი ''ოპტიკა'') ციფრული ჩაწერა.
მინის ამ პატარა დისკებს, რომლებსაც ''სუპერმენის მეხსიერების ბართი'' უწოდეს (ანალოგიების გამოყენებით ფილმებიდან სუპერმენზე) შეუძლიათ გაძლონ ტემპერატურას 190 გრადუსამდე ცელსიუსით, ხოლო ოთახის ტემპერატურაზე პირობითად სამუდამოდ, სამყაროს ასაკის (13.8 მილიარდი წელი) რიგის დროის განმავლობაში, იარსებებენ.
ახალი ტექნოლოგია, ''5D მონაცემთა შენახვა'', პირველად წარმოდგენილი იქნა 2013 წელს სან ხოსეში (კალიფორნია) ლაზერების და ელექტრო-ოპტიკის კონფერენციაზე. სახელი 5D (5 განზომილება) გულისხმობს დამატებითი ორი განზომილების შემოტანას - ნანო-ზომა, პლუს ორიენტაციით დალაგება. მკვლევარები იყენებენ ფემტო-წამის (ძალიან მოკლე იმპულსის მქონე) ლაზერს ინფორმაციის ერთმანეთიდან 5 მიკრო-მეტრით დაშორებულ ნანო-წერტილებზე ჩასაწერად. გამოყენებული ნანო ზომის გრავირება დამატებით ახდენს მინაში გასული სინათლის პოლარიზებას. მინაზე აღბეჭდილი ინფორმაციის წასაკითხად მხოლოდ ოპტიკური მიკროსკოპი და მაპოლარიზებელი ლინზაა საჭირო.
მკვლევარები ამჟამად ეძებენ პარტნიორებს მათი ტექნოლოგიის განსავითარებლად და წარმოებაში დასანერგად.
წყარო:
http://www.southampton.ac.uk/news/2016/02/5d-data-storage-update.page