შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ნობელის პრემია ფიზიკაში ნეიტრინოების ოსცილაციის აღმოჩენისთვის გაიცა
ნობელის პრემია ფიზიკაში ნეიტრინოების ოსცილაციის აღმოჩენისთვის გაიცა

6 ოქტომბერს გამოცხადდა, რომ 2015 წლის ნობელის პრემია ფიზიკის დარგში გაინაწილეს Takaaki Kajita-მ (იაპონია) და Arthur B. McDonald-მა (კანადა) ნეიტრინოების ოსცილაციის აღმოჩენისთვის.

კანადელი ფიზიკოსი Arthur B. McDonald-ი (დაბადების წელი 1943) არის სანდბერის ნეიტრინული ობსერვატორიის (Sudbury Neutrino Observatory) დირექტორი. ეს ექსპერიმენტი განკუთვნილია მზის ნეიტრინოების დასაფიქსირებლად.

იაპონელი Takaaki Kajita (დაიბადა 1959 წელს) ხელმძღვანელობს იაპონურ ექსპერიმენტს Super-Kamiokande, როელიც სწავლობს ატმოსფერულ ნეიტრინოებს.

ორივე კოლაბორაციამ დაადასტურა ნეიტრინული ოსცილაციების არსებობა, რაც გვიჩვენებს, რომ ამ ნაწილაკებს მასა გააჩნიათ. ამ აღმოჩენისთვის ორივე მეცნიერი ერთხელ უკვე იყვნენ ფავორიტები 2011 წლის ნობელის პრემიის კანდიდატებს შორის.

ნეიტრინოები არიან თითქმის უმასო ნაწილაკი, რომელიც დიდი რაოდენობით უნდა არსებობდნენ სამყაროში, თუმცა სხვა ნაწილაკებთან ძალზე სუსტად ურთიერთქმედების გამო მათი დაკვირვება საკმაოდ რთულია. ისინი იბადებიან, მაგალითად, მზის წიაღში მიმდინარე ბირთვულ რეაქციებში (მზის ნეიტრინოები) და კოსმოსური სხივებით გამოწვეული პიონების და კაონების დაშლისას ატმოსფეროს ზედა ფენებში (ატმოსფერული ნეიტრინოები).

წყარო:

http://www.nobelprize.org/nobel_prizes/physics/laureates/2015/index.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.