შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

New Horizons ფრენა პლუტონთან
New Horizons ფრენა პლუტონთან

NASA-ს კოსმოსური ზონდი New Horizons-ს მეშვეობით მეცნიერებმა მიიღეს პლუტონის ზედაპირის დიდი გარჩევადობის სურათები. მათზე ჩანს საინტერესო გეოლოგიური სტრუქტურები - მთები, არხები, უცნაური გეოლოგიის მქონე ყინულოვანი ველები, რაც შესაძლოა მიუთითებდეს პლუტონზე ქარების და გეიზერების არსებობაზე. ზედაპირზე არ შეინიშნება კრატერები, მთების სიმაღლე კი 3,500 მ-ს აღწევს, რაც ალბათ პლანეტაზე მიმდინარე აქტიური გეოლოგიური პროცესებითაა განპირობებული.

NASA-მ დაამონტაჟა ვიდეო ფაილი რომელზეც ასახულია New Horizons მიერ ჯუჯა პლანეტის გადაფრენა. ვიდეოზე ნაჩვენებია პლუტონის ორი რეგიონი - Norgay-ს მთები (ევერესტზე პირველად ასული ორი მთასვლელიდან ერთ-ერთის საპატივცემულოდ) და Спутник-ის პლატო (დედამიწის პირველი ხელოვნური თანაგზავრის საპატივცემულოდ).

ydU-YrG_INk

დააკვირდნენ მზის ულტრაიისფერი გამოსხივეით იონიზირებული მოლეკულური აზოტისგან შემდგარ პლანეტის პლაზმურ კუდს. შეაფასეს პლუტონის ატმოსფეროს ზომა, რომელიც გიგანტური აღმოჩნდა (1,600 კმ), მაგნიტოსფერო კი არ დაიკვირვება. გაზომეს პლუტონის მიერ ნივთიერების კარგვის სიჩქარე (500 ტონა საათში), რაც დაახლოებით 500-ჯერ მეტია მარსთან შედარებით.

მეცნიერებმა დაადგინეს პლუტონის ერთ-ერთი მცირე თანამგზავრის, ჰიდრას (Hydra) შედგენილობა და ზომები. ჰიდრას კარტოფილის მაგვარი არაწესიერი ფორმა აღმოაჩნდა 43×33 კმ-ზე და ალბათ დაფარულია წყლის ყინულით. მის ზედაპირზე დაიკვირვება დაახლოებით 10 კმ დიამეტრის მქონე გაურკვეველი წარმოშობის მუქი რგოლური სტრუქტურა.

პლუტონის უდიდესი თანამგზავრის ქარონის (Charon) ჩრდილოეთი პოლუსი დაფარულია მუქი მტვრის ფენით. პოლუსზე კრატერების არ არსებობა და მტვრის ფენა შესაძლოა გეოლოგიურ აქტივობებს უკავშირდებოდეს. ამ რეგიონს დაარქვეს მორდორი (ბეჭდების მბრძანებლების საპატივცემულოდ). კრატერები ცოტაა ჰარონის სხვა რეგიონებშიც, თუმცა აღმოაჩინეს დაახლოებით 1,000 კმ საერთო სიგრძის და 7-9 კმ სიღრმის კანიონების სისტემები.

NASA-ს კოსმოსური ზონდი New Horizons გაშვებული იქნა 2006 წლის 19 იანვარს კანავერალის კონცხიდან. მისი ძირითადი მიზანი იყო კუიპერის სარტყელში მდებარე ჯუჯა პლანეტა პლუტონის და მისი 4 თანამგზავრის შესწავლა. მისიის ძირითადი მიზნები უკვე შესრულებულია, 2015 წლის 14 ივლისს ზონდმა 14 კმ/წმ სიჩქარით 12,500 კმ მანძილზე ჩაუარა პლუტონს და აგრძელებს გზას მზის სისტემის საზღვრებისკენ. პროეტი სავარაუდოდ 2020 წელს დამთავრდება.

წყარო:

http://news.sciencemag.org/space/2015/07/potential-geysers-spotted-pluto?rss=1

http://www.nasa.gov/mission_pages/newhorizons/images/index.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.