კილის უნივერსიტეტში (ინგლისი) მუშაობისას ნიუკასლის საშუალო სკოლის მოსწავლემ, 15 წლის Tom Wagg-მა ახალი ეგზოპლანეტა იპოვა. ეს პლანეტა ე.წ. ცხელი იუპიტერების (hot Jupiter’s) კლასს მიეკუთვნება და ძალიან ჰგავს იმ პირველ ეგზოპლანეტებს, რომელთა აღმოჩენა 1990-იან წლებში დაიწყეს. ცხელი იუპიტერები გიგანტური პლანეტებია, რომელთა ორბიტები ძალიან ახლოა მათი სისტემის ვარსკვლავთან. ასეთი სიახლოვის გამო ტემპერატურა პლანეტებზე 1,000 გრადუსს აღწევს.
Wagg-ის ეგზოპლანეტა მდებარეობს ჩვენ გალაქტიკაში, მზის მაგვარ სისტემაში დედამიწიდან დაახლოებით 1,000 სინათლის წლის მანძილზე. მისი ზომა დაახლოებით იუპიტერის ზომის ტოლია, მაგრამ ის დრო რაც მას სჭირდება საკუთარი ვარსკვლავის შემოსავლელად მხოლოდ ორი დღეა, მაშინ როცა იუპიტერს ერთი ბრუნის შესასრულებლად 4,274 დღე სჭირდება.
ახალი პლანეტის აღმოსაჩენად ახალგაზრდა დამკვირვებელმა გამოიყენა ე. წ. ტრანზიტიული მეთოდი, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: როცა პლანეტა ჩვენსა და თავისი ვარსკვლავის დისკოს შორის მოძრაობს, ის დროის რაღაც პერიოდის განმავლობაში უმნიშვნელოდ ამცირებს ვარსკვლავის ხილულ ნათობას. ასეთი ფაქიზი დაკვირვებისთვის საჭიროა მძლავრი ტელესკოპი და დროის მომენტის შერჩევა, როდესაც საკვლევი პლანეტა დედამიწასა და ადგილობრივ ვარსკვლავს შორის მოექცევა. 2009 წლიდან დღემდე NASA-ს ცნობილი Kepler Space Telescope-ის მეშვეობით ტრანზიტიული მეთოდით დაფიქსირდა რამოდენიმე ათასი პოტენციური ეგზოპლანეტა. დღეისთვის დაახლოებით 1,000 მათგანის არსებობაა დადასტურებულია.
პლანეტის აღმოჩენისაა Tom Wagg-ი ეყრდნობოდა WASP (Wide Angle Search for Planets) პროექტის მონაცემებს, რომლის ფარგლებშიც განუწყვეტლივ მიმდინარეობს მილიონობით ვარსკვლავის ნათობის მონიტორინგი. პლანეტას მიანიჭეს ნომერი WASP-142b, იგი მდებარეობს ჰიდრის სამხრეთ თანავარსკვლავედში.
ტრაზიტიული ტექნიკის გამოყენება მთელ რიგ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ვარსკვლავის ნათობის შემცირება ეგზოპლანეტის გარდა სხვა მიზეზითაც შეიძლება იყოს განპირობებული, მაგალითად გაზის ღრუბლის ან თეთრი ჯუჯის გავლა. ამიტომ Wagg-ის აღმოჩენის დადასტურებას 2 წელი დასჭირდა. დღეს ახალგაზრდა მკვლევარი უკვე 17 წლისაა და გეგმავს კოლეჯში ჩაბარებას და ფიზიკის უკეთ დაუფლებას.
წყარო: