ფიზიკოსებმა MIT-დან ჟურნალ Science-ს ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში მოგვახსენეს, რომ მათ მოახერხეს ერთი სხეულის ზედაპირის იმიტაცია ელექტრულ ველში ჩაჭერილი იტერბიუმის (Yb) იონების მწკრივით, მეორე სხეულის ზედაპირის კი - ორი ლაზერით (ლაზერების ინტერფერენციამ შექმნა ძალათა ველი, რომელიც ფორმით წააგავს გოფრირებულ მეტალს). ლაზერულ ‘მეტალზე’ იონების მწკრივის გასრიალებით მოხერხდა ატომთაშორისი ძალების სიმულირება, რომლებიც პასუხს აგებენ სხეულებს შორის ხახუნზე.
ამგვარი სისტემით ხახუნთან დაკავშირებული თეორიული მოდელების შემოწმება 2011 წელს იტალიელმა თეორეტიკოსმა ერიო ტოსატიმ შემოგვთავაზა. მისი თქმით ამ სისტემის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებელია ისეთი პარამეტრების ცვლილება, როგორებიცაა ატომთა შორის მანძილი, ტემპერატურა და სიჩქარე.
MIT-ს მკვლევარებმა აჩვენეს, რომ როდესაც მანძილი იტერბიუმის იონებს შორის იმავე რიგისაა რაც დაშორება ლაზიერით მიერ შექმნილ ბურცობებს შორის, ხახუნი მაქსიმალურია, რადგან იონები ჯდებიან ბურცობებში როგორც საათის მექანიზმის კბილანები ერთმანეთში. მეორეს მხრივ, როდესაც მანძილები სხვადასხვაა ხახუნი 10-ჯერ მცირდება.