შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 8

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

მითები პლუტონის შესახებ
მითები პლუტონის შესახებ

პლუტონის შესწავლა არ არის მარტივი საქმე, რადგან დედამიწიდან ჯუჯა პლანეტამდე საკმაოდ დიდი მანძილია. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 2015 წლის 14 ივლისისთვის NASA-ს კოსმოსური ზონდის New Horizons-ის დახმარებით შესაძლებელი გახდება ჯუჯა პლანეტის დეტალური გამოსახულების მიღება. მანამდე კი პლუტონი კვლავ რჩება საიდუმლოებით მოცულ ობიექტად. გვინდა ავღნიშნოთ პლუტონის შესახებ გავრცელებული რამოდენიმე მითი:

მითი I : პლუტონს სახელი "დისნეის" ერთ-ერთი პერსონაჟის საპატივსაცემოდ დაერქვა.

ქრონოლოგიურად თუ დავალაგებთ პლანეტა პლუტონისა (აღმოაჩინეს 1930 წელს) და პერსონაჟ პლუტოს (ძაღლი) ტელევიზიაში გამოჩენას (1931 წელი), მარტივი მისახვედრია, რომ პირიქით ყველასთვის საყვარელ პერსონაჟს დაერქვა ჯუჯა პლანეტის სახელი.

მითი II : პლუტონი პატარაა.

მრავალი ადამიანი ფიქრობს, რომ პლუტონი ძალიან პატარა, ალბათ "ოდნავ დიდი" ასტეროიდის ზომისა არის. რეალურად საქმე სხვაგვარადაა, მისი დიამეტრი 2,360 კილომეტრს შეადგენს, რაც დედამიწის დიამეტრის 2/3-ს შეადგენს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პლუტონის მთვარის Charon-ის დიამეტრი 1,207 კილომეტრს აღწევს. აი რაც შეეხებათ პლუტონის დანარჩენ 3 თანამგზავრს, ისინი მართლაც მცირე ზომისა არიან.

მითი III : პლუტონზე ყოველთვის ბნელა.

პლუტონი მზის გარშემო ბრუნვისას მისგან დაახლოებით 4.8 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული. ასეთი დიდი მანძილის გამო, ბევრი ფიქრობს, რომ ჯუჯა პლანეტაზე ყოველთვის სიბნელეა. რეალურად პლუტონის ყოველდღიური გამათებულობა შეიძლება შევადაროთ დედამიწაზე მოღრუბლული ამინდის დროს არსებულ სინათლეს.

მითი IV : პლუტონი წარსულში ნეპტუნის მთვარე იყო.

ეს ძველი თეორია პოპულარული გახდა პლუტონის აღმოჩენიდან მცირე პერიოდში. იგი უარყოფილ იქნა 1965 წელს, როდესაც მკვლევარებმა აღმოაჩინეს ორბიტარული რეზონანსი, რომლის არსებობაც გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ ნეპტუნს და პლუტონს ერთმანეთთან მიახლოება არ შეუძლიათ.

მითი V : პლუტონი ყინულოვანი პლანეტაა.

ჯუჯა პლანეტის ზედაპირზე მართლაც შეხვდებით გაყინულ მდგომარეობაში არსებულ აზოტსა და მეთანს, მაგრამ პლუტონის საშუალო სიმკვრივე ორჯერ მეტია ვიდრე ყინულისა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პლუტონის მხოლოდ 1/3 შეადგენს ყინული, ხოლო მისი 2/3 ქვის მაგვარი შემადგენლობისაა.

მითი VI : პლუტონს არ გააჩნია ატმოსფერო.

მეცცნიერებმა 1980 წელს დაასკვნეს, რომ პლუტონს აქვს ატმოსფერო, რომლიც საკმაოდ ჰგავს დედამიწისას (დიდი რაოდენობით აზოტითა და მეთანით), მაგრამ ნაკლებად მკვრივია.

მითი VII : პლუტონის ორბიტა სხვა მზის სისტემების პლანეტების მსგავსია.

პლუტონის ორბიტა ელიფსური ფორმისაა, ყველაზე ახლოს მზეს 4,43 მილიარდ კილომეტრზე უახლოვდება და ყველაზე მეტად 7,31 მილიარდ კილომეტრზე შორდება. მისი ორბიტა ეკლიპტიკასთან მიმართებით 17 გრადუსითაა დახრილი. ამით ჯუჯა პლანეტის ორბიტა პარამეტრებით საკმაოდ განსხვავდება მზის 8 პლანეტის ორბიტებისაგან.

წყარო :
http://www.space....ssion.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.