შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

სუპერმასიური შავი ხვრელი ჯუჯა გალაქტიკაში
სუპერმასიური შავი ხვრელი ჯუჯა გალაქტიკაში

სამყაროში უამრავი გალაქტიკა არსებობს, რომელთა ცენტრებში მდებარეობს მასიური შავი ხვრელი. თუმცა ასტრონომების გაოცება გამოიწვია სუპერმასიური შავი ხვრელის (რომლის მასა 5-ჯერ აღემატება ირმის ნახტომის ცენტრში არსებული შავი ხვრელის მასას) აღმოჩენამ ჩვენთვის ცნობილ ერთ-ერთ უმცირეს გალაქტიკაში M60-UCD1. ეს ჯუჯა გალაქტიკა Virgo კლასტერში, დედამიწიდან 54 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. მისი დიამეტრი 300 სინათლის წელიწადს არ აღემატება, რაც 500-ჯერ მცირეა ვიდრე ირმის ნახტომის დიამეტრი. ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელი, რომლის მასა დაახლოებით 4 მილიონი მზის მასის ტოლია, მთლიანი გალაქტიკის მასის 0.01%-ს შეიცავს, ხოლო M60-UCD1 გალაქტიკის შავი ხვრელის მასა გალაქტიკის მასის 15%-ს შეადგენს.

ჯუჯა გალაქტიკა M60-UCD1 ვარსკვლავების დიდი სიმკვრივითაც გამოირჩევა. ჩვენ შეუიარაღებელი თვალით შეგვიძლია 4,000-მდე ვარსკვლავის დანახვა. მაშინ როცა M60-UCD1-ის ბინადართათვის შესაძლებელი იქნებოდა მილიონი ვარსკვლავის დანახვა.

არსებობს ვარაუდი, რომ მკვრივი გალაქტიკები სხვა გალაქტიკებთან შეჯახების შედეგად წარმოიქმნებიან. M60-UCD1-ს შემთხვევაში ასეთი გალაქტიკაა M60 (4,5 მილიონი მზის მასის მქონე შავი ხვრელით), რომელიც M60-UCD1-სთან უფრო ახლოს მდებარეობს ვიდრე ჩვენი მზე ირმის ნახტომის ცენტრთან. მოსაზრების თანახმად, სწორედ M60-მა "წაართვა" M60-UCD1-ს ბნელი ენერგია და გარე ვარსკვლავების დიდი ნაწილი. დღეისთვის მეცნიერებს სხვა რაიმე რაციონალური ახსნა არ მოეძებნებათ ასეთი ტიპის გალაქტიკის არსებობის ასახსნელად.

ასტრონომები გალაქტიკების დიამეტრების დადგენაა ახდენდნენ კოსმოსური ტელესკოპის Hubble-ს მონაცემებზე დაყრდნობით. ხოლო ვარსკვლავების მოძრაობის ტრაექტორიებს, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა შავი ხვრელების მასების შეფასება, აკვირდებოდნენ ჰავაის კუნძულებზე განთავსებული 8 მეტრიანი ინფრაწითელი ტელესკოპით Gemini North.

წყარო:

http://www.sci-news.com/astronomy/science-supermassive-black-hole-dwarf-galaxy-m60-ucd1-02156.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.