შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 4

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

კომპიუტერული ოპერაციები სინათლის სიჩქარით
კომპიუტერული ოპერაციები სინათლის სიჩქარით

XXI საუკუნეში კომპიუტერებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ადამიანების აქტივობის ნებისმიერ სფეროში. დღეისთვის კომპიუტერები ოპერაციებს ასრულებენ ელექტრონებზე მანიპულირების მეშვეობით. თუმცა იუტას უნივერსიტეტის ინჟინრებმა ერთი ნაბიჯით წინ წაიწიეს შემდეგი თაობის კომპიუტერების შექმნის პროცესში, სადაც ელექტრონები ფოტონებით იქნებიან ჩანაცვლებული. ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში ახალი თაობის კომპიუტერები მილიონჯერ და მეტჯერ უფრო სწრაფები იქნებიან დღეისათვის ყველაზე მძლავრ კომპიუტერებთან შედარებით. ინჟინრებმა შექმნეს ულტრაკომპაქტური სხივთა გამშლელი (beamsplitter), რომლის ზომაც რეკორდულად მცირეა. ეს ხელსაწყო გამოიყენება სინათლის სხივების ორ დამოუკიდებელ ინფორმაციულ ნაკადად გასაშლელად, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევთ შექმნან სილიკონის ფოტონური ჩიპები, რომლის საშუალებითაც კომპიუტერი შეასრულებს ოპერაციებს და შეინახავს ინფორმაციას ელექტრონების ნაცვლად ფოტონების გამოყენებით.

სპეციალისტების აზრით ფოტონების გამოყენება კომპიუტერებში ბევრად გააუმჯობესებს მათ მუშაობას. ინფორმაციის გადაცემა ამჟამადაც ხორციელდება სინათლის საშუალებით, მაგრამ მიღებული ინფორმაციის შესანახად და დასამუშავებლად კომპიუტერები იყენებენ ელექტრონებს, რაც ანელებს პროცესს. ახალი სხივთა გამყოფები ძალიან კომპაქტური არიან, სილიკონის მცირე ნაჭერზე შეიძლება მილიონობით მოთავსდნენ და მათი წარმოება არ ღირს ძვირი. ახალი ტექნოლოგიის დადებითი მხარე თანამედროვე ტექნიკასთან შედარებით ასევე არის ის, რომ სინათლის მექანიზმზე დაფუძნებული ტექნიკა მოიხმარს ნაკლებ ენერგიას და აქვს ნაკლები დანაკარგი სითბოს სახით. დღეისთვის ასეთი ტექნიკის შექმნაზე მუშაობენ ისეთიკომპანიები, როგორიცაა Intel და IBM.

წყარო:

http://www.scienc...121153.htm

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.