RMIT უნივერსიტეტის (ავსტრალია) მიკრო-ნანოკვლევების განყოფილების მკვლევარებმა შექმნეს მსოფლიოში პირველი ელექტრონული მრავალ-მდგომარეობიანი მეხსიერების უჯრედი, რომელიც იმეორებს ადამიანის ტვინის შესაძლებლობას, რომ ერთდროულად დაამუშავოს და შეინახოს ინფორმაციის რამდენიმე ნაკადი.
ახალ ტექნოლოგიას კაცობრიობა მიჰყავს ადამიანის ტვინის ძირითადი მნიშვნელოვანი ასპექტების ელექტრონულად გამეორების საშუალებამდე. კვლევის შედეგები შესაძლოა გამოდგეს მრავალ სფეროში, მაგალითად ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებებთან ბრძოლის საქმეში. რაც უფრო საინტერესოა, ასეთი ტიპის მეხსიერების უჯრედების შექმნა მორიგი ნაბიჯია ე. წ. ბიონიკური ტვინის შექმნის გზაზე. სრულფასოვანი ხელოვნური ინტელექტის შექმნამდეც ხელოვნური ტვინის მოდელებზე შესაძლებელი გახდება ექსპერიმენტების ჩატარება ყოველგვარი ეთიკური ბარიერების გარეშე. რაც დაგვეხმარება რეალური ადამიანების ტვინების განკურნებისა და ზოგადად მოვლის მეთოდების სრულყოფაში.
წყარო: