შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

Λ (1405) რეზონანსს მოლეკულის სტრუქტურა აღმოაჩნდა
Λ (1405) რეზონანსს მოლეკულის სტრუქტურა აღმოაჩნდა

Λ (1405)-რეზონანსი, რომელიც წარმოადგენს uds კვარკული შემადგენლობის მქონე Λ-ბარიონის ყველაზე დაბალ აღგზნებულ მდგომარეობას, აღმოაჩინეს 1961 წელს. დღემდე მისი სტრუქტურა დისკუსიის საგანია, რადგან Λ-ბარიონის აღგზნების ენერგია ბევრად ნაკლებია სამი ბმული კვარკის მოდელით მიღებულთან შედარებით. მაშინვე გაჩნდა იდეა, რომ სინამდვილეში Λ (1405) წარმოადგენს არა 3-კვარკიან ნაწილაკს, არამედ 5-კვარკიან „სუბატომურ მოლეკულას“, რომელიც წარმოადგენს კაონის (K ან ანტი K მეზონი) და ნუკლონის (პროტონი ან ნეიტრონი) ბმულ მდგომარეობას. მოლეკულური სტრუქტურის შემთხვევაში Λ-ბარიონის აღგზნება სინამდვილეში წარმოშობს ორ ნაწილაკს და ეს 5-კვარკიანი სისტემა უფრო ძლიერად ბმულია ვიდრე 3-კვარკიანი.

ამ ჰიპოთეზას ვერც ამტკიცებდნენ და ვერც აბათილებდნენ. თუმცა ახლახან მეცნიერების ჯგუფმა ადელაიდის უნივერსიტეტიდან  ჩაატარეს მესერული გამოთვლები სუპერკომპიუტერის გამოყენებით და პირველად საკმაოდ დიდი სიზუსტით  დათვალეს Λ (1405)-ის ელექტრომაგნიტური ფორმ-ფაქტორები. დადგინდა, რომ s-კვარკს არ შეაქვს წვლილი Λ (1405)-ის მაგნიტურ მომენტში. ეს კი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ s-კვარკი K მეზონის შიგნითაა ჩამწყვდეული ნულოვანი სპინით, რომელიც თავის მხრივ ქმნის ბმულ სისტემას ნუკლონთან. მოლეკულურ მოდელში Λ-ბარიონის მასის შეფასებაც უკეთ ემთხვევა ექსპერიმენტულ მნიშვნელობას.

წყარო:

Phys. Rev. Lett. 114 (2015) 132002

http://physics.aps.org/synopsis-for/10.1103/PhysRevLett.114.132002

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.