შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 2

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ნაწილაკის ორი თვისების კვანტური ტელეპორტაცია
ნაწილაკის ორი თვისების კვანტური ტელეპორტაცია

კვანტური ტელეპორტაცია წარმოადგენს ერთი ობიექტის კვანტური თვისებების დაშორებულ ობიექტზე გადაცემის მეთოდს რაც მიიღწევა ამ ობიექტებს შორის კლასიკური კომუნიკაციის საშუალებით კვანტური გადაჯაჭვულობის მომზადების გამოყენებით.

კვანტური ტელეპორტაციის ეფექტი ბევრ ექსპერიმენტზე იქნა ნაჩვენები, თუმცა ადრე ნაწილაკის მხოლოდ ერთი კვანტური თვისების გადაცემა ხერხდებოდა. მკვლევარებმა ჩინეთის ქალაქ ხეფეის უნივერსიტეტიდან კი პირველად შეძლეს ერთი ფოტონის ერთდროულად ორი თავისუფლების ხარისხის, სპინური მდგომარეობის და ორბიტალური მომენტის, ტელეპორტაცია. ექსპერიმენტში გამოიყენებოდა 3 კვანტურად გადაჯაჭვული ფოტონი. აქედან ერთი წყვილი იყო ჰიპერგადაჯაჭვული - გადაჯაჭვული როგორც პოლარიზაცით ასევე ორბიტალური მომენტით. ეს წყვილი წარმოქმნიდა ტელეპორტაციის კვანტურ არხს, ხოლო სხვა წყვილები გამოიყენებოდა კვანტური მდგომარეობების გასაზომად და ჩამოსაყალიბებლად. ჰიპერგადაჯაჭვული წყვილის ერთ-ერთი ფოტონის, რომლის მდგომარეობებიც ტელეპორტირდებოდნენ, ჩატარებული კვლევების შედეგები მდგომარეობის გაზომვასთან ერთად გადაეცემოდა მიმღებს კლასიკური არხით. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიმღებს შეეძლო გადაეყვანა ჰიპერგადაჯაჭვული წყვილის მეორე ფოტონის მდგომარეობა საწყისი ფოტონის კვანტურ მდგომარეობაში. ანუ ხდებოდა ტელეპორტაცია. კვანტური სიზუსტე (fidelity) საგრძნობლად აჭარბებდა კლასიკურ დონეს, რაც ტელეპორტაციის წარმატებულობაზე მეტყველებს.

ერთდროულად რამდენიმე კვანტური მახასიათებლის ტელეპორტაცია შესაძლოა პრაქტიკული მიზნებისთვის გამოყენებული იქნას კვანტურ კომუნიკაციებსა და კვანტურ გამოთვლებში.

წყარო:

http://www.nature.com/nature/journal/v518/n7540/full/nature14246.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.