შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 10

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

სამყარო ფართოვდება თუ მძიმდება?
სამყარო ფართოვდება თუ მძიმდება?

თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელის თანახმად სამყარო დაიბადა დიდი აეთქების შედეგად 13.8 მილიარდი წლის წინ და და მას შემდეგ ფართოვდება. ახლახან ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორმა ქრისტოფერ ვეტერიხმა შემოგვთავაზა მორიგი ალტერნატიული კოსმოლოგიური მოდელი, რომლის თანახმად სამყარო არ ფართოვდება, თუმცა მისი მასა მუდმივად იზრდება (http://arxiv.org/abs/1303.6878/).

გაფართოებადი სამყაროს მოდელი ძირითადად ეყრდნობა ე.წ. წითელი წანაცვლების ეფექტს, რომელსაც ასტროფიზიკოსები ხსნიან სამყაროს გაფართოებით გამოწვეული დოპლერის ეფექტით, რაც შორეული გალაქტიკების გამოსხივების სიხშირის ცვლილებაში გამოიხატება. ცნობილია, რომ გამოსხივების სპექტრი მისი წყაროს მასაზეცაა დამოკიდებული. სტანდარტული მიდგომით ნაწილაკების მასა მუდმივა. ხოლო თუ ჩავთვლით, რომ ნაწილაკების მასა დროის ფუნქციაა და წარსულში ნაკლები იყო, მაშინ მათ მიერ ადრეულ ეპოქაში გამოსხივებული ფოტონების ენერგიაც დღევანდელზე მცირე იქნებოდა - ეს კი წითელი წანაცვლების ექვივალენტურია.

ქ. ვეტერიხის მოდელის ფარგლებში შეიძლება აიხსნას სამყაროს საწყისი სინგულარობის პრობლემა, რადგან „დიდი აფეთქება“ შეესაბამება არა უსასრულო სიმკვრევეს, როგორც სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელში იგულისხმება, არამედ ნულოვან მასას.

სამწუხაროდ ქ. ვეტერიხის კოსმოლოგიური მოდელის შემოწმება რთულია, რადგან რაიმე ობიექტის მასა შეიძლება გაიზომოს მხოლოდ ეტალონურ მასასთან შედარების საფუძველზე და ცვლილება ვერ დაფიქსირდება თუ სამყაროში ყველა მასა ურთიერთ-პროპორციულად იზრდება.

ახალი მოდელი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ საყოველთაოდ მიღებული და მოსახერხებელი მოდელი შეიძლება არ იყოს ერთადერთი და ჭეშმარიტი.

http://www.nature.com/news/cosmologist-claims-universe-may-not-be-expanding-1.13379

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.