სპირალური გალაქტიკა M31, ანუ ანდრომედას ნისლეული, ჩვენგან დაახლოებით 2.5 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მისი ზომები დაახლოებით ჩვენი გალაქტიკის ზომების ტოლია და ჩვენ ყველაზე მასიურ მეზობლად ითვლება ე.წ. გალაქტიკების ლოკალურ ჯგუფში.
როგორც ცნობილია გალაქტიკების გარშემო არსებობენ გაზური ჰალობი, რომელთა დამზერა სხვადასხვა მეთოდით, მაგალითად ჰალოს უკან მდებარე კვაზარის გამოსხივების ანალიზითაა შესაძლებელი.
Astrophysical Journal-ის ბოლო ნომერში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად ანდრომედას გარშემო არსებული გაზური ჰალო 6-ჯერ უფრო დიდი ზომის (თითქმის 1 მილიონი სინათლის წელი) და 1,000 ჯერ უფრო მასიურია ვიდრე აქამდე ეგონათ.
ახალი მონაცემები მნიშვნელოვანია სპირალური გალაქტიკების ევოლუციის მოდელების დასაზუსტებლად.
ვრცლად:
http://hubblesite.org/newscenter/archive/releases/2015/15/full/
http://www.sciencedaily.com/releases/2015/05/150507135754.htm