EM Drive ახალი ტიპის ძრავის კონცეფციაა, რომელშიც მიკროტალღები ელექტრო-მაგნიტური ენერგიას პირდაპირ წევაში გარდაქმნიან და რეაქტიული ძრავებისგან განსხვავებით არაფერს გამოტყორცნიან გარე სივრცეში. ეს იდეა თითქოს წინააღმდეგობაშია იმპულსის შენახვის კანონთან, რომ დახურული მიკროტალღური რეზერვუარი შეუძლებელია იყოს კოსმოსში მოძრაობის წყარო. ამიტომ მეცნიერები თავიდანვე სკეპტიკურად შეხვდნენ EM Drive-ს იდეას, გამოტყორცნილი სუბსტანციის გარეშე გაუგებარია რა გამოიწვევს აჩქარებას. თუმცა 2010 წლიდან პროფესორმა ქალმა ჩინეთიდან Juan Yang-მა დაიწყო თავისი კვლევის შედეგების გამოქვეყნება, ხოლო 2012 წლის სტატიაში კი გვამცნო წარმატებული ექსპერიმენტის შესახებ, რომელშიც 2.5 kW სიმძლავრის წყაროთი მოხერხდა 720 mN წევის ძალის მიღება EM Drive-ს საშუალებით.
მომდევნო წლებში სხვადასხვა ქვეყნებში მოხდა ექსპერიმენტის შედეგების გადამოწმება. ტესტები აქამდე არ იყო ჩატარებულა ვაკუუმში, ზოგიერთი ფიზიკოსის აზრით კი ექსპერიმენტზე დამზერილი დადებითი ეფექტი გამოწვეული იყო თერმული კონვექციით. NASA-ს ინჟინერმა Paul March-მა კი ახლახან დაწერა NASASpaceFlight.com-ზე, რომ NASA-მ წარმატებით გამოსცადა EM Drive ვაკუუმში, თუმცა NASA-ს ინჟინრებს ჯერ ოფიციალურად არ უარყვიათ, რომ ეფექტი თერმული იყო.
შემოთავაზებული იქნა EM Drive-ის მუშაობის ფიზიკური პრინციპიც კვანტური ვაკუუმის ვირტუალური ნაწილაკების მოძრაობით, რომლიბიც ასრულებენ იონების ანალოგიურ როლს მაგნეტო-ჰიდროდინამიკურ ძრავებში (სადაც ხდება გამოსატყორცნი მასალის დამუხტვა და შემდეგ გამოტყორცნა რომელიმე მიმართულებით მაგნიტური ველის საშუალებით). ეს ახსნაც არადამაჯერებლად გამოიყურება, რადგან კვანტური ვაკუუმის იონიზაცია (დამუხტვა) შეუძლებელია, გარდა ამისა კვანტურ ვაკუუმს არ გააჩნია ათვლის სისტემა რომლის მიმართაც წევა შესაძლოა წარმოიშვას. თუმცა არაფერია გამორიცხული და ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მორიგ ექსპერიმენტებს.
წყაროები http://en.wikiped...ki/EmDrive , http://www.nasasp...-em-drive/