იდეა მეტეორებისა და სხვადასხვა მცირე ზომის კოსმოსური სხეულების მიერ ახალგაზრდა დედამიწის ბომბარდირების შესახებ ახალი არ არის. თუმცა დედამიწაზე არსებული სხვადასხვა იშვიათი ელემენტის ოდენობა, მაგალითად სამარიუმისა და ნიოდიუმის ფარდობა Sm/Nd, საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ადგილი ქონდა დედამიწის მიერ დიდი ზომის სხეულის ჩაჭერას, რადგან მცირე ასტეროიდებისათვის ასეთი ფარდობა დამახასიათებელი არ არის. დამზერილი Sm/Nd ფარდობის ასახსნელად მეცნიერებმა ადრეული დედამიწის ფორმირების პირობები აღადგნეს. მოდელის თანახმად მერკურის მსგავს (გოგირდით მდიდარ და ჟანგადით ღარიბ) ობიექტთან დაჯახება შექმნიდა პირობებს, რომ ნიოდიუმი ჩაიძირულიყო ბირთვისაკენ, ხოლო სამარიუმი დარჩენილიყო ზედაპირზე. ამავდროულად გოგირდით მდიდარი ბირთვის შეჯახება, რომელიც ასევე შეიცავდა ურანს და თორიუმს, გამოიწვევდა დედამიწის მაგნიტური ველის (რომელიც გვიცავს მზის ქარისგან) ფორმირებისთვის აუცილებელი ენერგიის წყაროს გაჩენას. მერკურის მსგავს ობიექტში იგულისხმება ქიმიური შემადგენლობა და არა ზომა. დედამიწაზე დაცემული ობიექტი შესაძლოა მარსის ზომისაც ყოფილიყო და ის პლანეტა „ტეა“-ს სახელით ცნობილი სხეულიც კი აღმოჩნდეს რომელის შეჯახებამაც დედამიწისგან მთვარე წარმოშვა.
წყარო:
http://www.iflscience.com/space/early-earth-gobbled-mercury-body