შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ვირტუალური ფოტონებით შესაძლებელია ინფორმაციის გაცვლა ენერგიის გადატანის გარეშე
ვირტუალური ფოტონებით შესაძლებელია ინფორმაციის გაცვლა ენერგიის გადატანის გარეშე

ვატერლოოს უნივერსიტეტის (აშშ) და პერიმეტრ-ინსტიტუტის (კანადა) მეცნიერებმა ჯურნალ Physical Review Letters ბოლო ნომერში გამოაქვეყნეს სტატია უენერგიო ინფორმაციის გაცვლის კონცეფციის შესახებ. ითვლება, რომ ნებისმიერი ინფორმაციის გაცვლას თან სდევს ენერგიის გადაცემაც. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ამჟამად ინფორმაციის მატარებლად გამოიყენება რეალური ფოტონები, რომლებსაც გადააქვთ ენერგიაც. თუმცა ელექტრო-მაგნიტურ ველს შეესაბამება ასევე ვირტუალური (ვაკუუმური) ფოტონებიც, რომელთაც განსაზღვრული ენერგია რა გააჩნიათ.

მეცნიერების აზრით ინფორმაციის გადატანა შესაძლებელია ვირტუალური ფოტონების საშუალებითაც თუ გამოვიყენებთ ერთმანეთთან კვანტურად გადაჯაჭვულ ანტენებს. ამჟამინდელი კვანტური ოპტიკის ტექნოლოგიების მეშვეობით ასეთ ანტენებად შესაძლოა ატომებიც კი იქნან გამოყენებული. ანტენებმა უნდა მიიღონ რეალური ფოტონების გამოსხივებისას, ავტორების მიერ ნაწინასწარმეტყველები, ვირტუალური ფოტონების ნარჩენი ნათება (afterglow), რომელიც სინათლეზე ნელა ვრცელდება. ამ ნარჩენ ნათებას ენერგია არ გადააქვს, თუმცა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გამოსხივებული რეალური ფოტონების შესახებ. მიმღებმა კი, რაღაც ენერგიის დახარჯვის ხარჯზე, პრინციპში შესაძლოა აღადგინოს ინფორმაცია გამოსხივებული სინათლის შესახებ.

სურათზე გამოსახულ დრო-სივრცით დიაგრამაზე წერტილებიანი ხაზები აჩვენებენ Alice-ს მიერ გამოსხივებულ საწყის და საბოლოო სინათლის სხივებს. მიუხედავად იმისა, რომ ენერგიის გადაცემა არ ხდება მიმღებმა (Bob-მა) უნდა დახარჯოს ენერგია, რათა მოახერხოს Alice-დან წამოსული სიგნალების აღდგენა.

აღმოჩნდა, რომ მეთოდი გამოდგება მხოლოდ ისეთ სივრცეებში სადაც ვირტუალური ფოტონები რეალურზე ნაკლები სიჩქარით მოძრაობენ. ჩვეულებრივი (1+3)-განზომილებიან მინკოვსკის სივრცეში ასეთი ნარჩენ გამოსხივება არ უნდა არსებობდეს. თუმცა რეალური სივცეს რაღაც სიმრუდე გააჩნია, რაც ნარჩენი ნათების გაჩენის პირობებს ქმნის. მაშინ ეს იდეა მნიშვნელოვანია კოსმოლოგიისთვის, რადგან საშუალება ჩნდება სამყაროს შესახებ ინფორმაცია მიღებული იქნას არა მხოლოდ სინათლის მეშვეობით. გარდა ამისა ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელებს ეფექტურად ერთი სივრცითი განზომილება აკლიათ, ანუ შესაძლოა მეთოდი გამოყენებული იქნას კვანტური კომუნიკაციების ტექნოლოგიებში.

წყარო:

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

საშინელი! საშინელი! 0% [შეფასებები არაა]
ძალიან კარგი ძალიან კარგი 100% [1 შეფასება]
კარგი კარგი 0% [შეფასებები არაა]
საშუალო საშუალო 0% [შეფასებები არაა]
სუსტი სუსტი 0% [შეფასებები არაა]