შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 8

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ირმის ნახტომი შესაძლოა 1.5-ჯერ უფრო დიდი ზომის აღმოჩნდეს
ირმის ნახტომი შესაძლოა 1.5-ჯერ უფრო დიდი ზომის აღმოჩნდეს

საერთაშორისო პროექტის SDSS (სლოანის ცის ციფრული რუქა) ასტრონომიულ მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერებმა აჩვენეს, რომ გალაქტიკის გარე დისკოს ვარსკვლავები კონცენტრირებულია მინიმუმ ოთხ ტალღურ სტრუქტურაში. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მზესთან ახლოს მყოფი სექტორია შესწავლილი, დასკვნები შესაძლოა გავავრცელოთ გალაქტიკის სრულ დისკოზე.

როგორც დაკვირვებები აჩვენებენ, გალაქტიკის ცენტრიდან 50,000 სწ (სინათლის წელი) რადიუსის შემდეგ ვარსკვლავების რიცხვი სწრაფად მცირდება, ხოლო დაახლოებით 60,000 სწ მანძილიდან ვარსკვლავების სპირალური სტრუქტურა ისევ ჩნდება. ამ დისკოს, რომელიც გალაქტიკის ცენტრიდან დახლოებით 65,000 - 200,000 სწ დიაპაზონშია გადაჭიმული და შეიცავს დაახლოებით 100 მილიონი მზის მასის ტოლ მატერიას, უწოდეს მარტორქის რკალი. იგი აღმოჩენილი იქნა 2002 წელს და თავიდან ერთიანი სტრუქტურა ეგონათ. თუმცა SDSS-ის ახალმა მონაცემებმა კვლავ აქტუალური გახადა რკალის სტრუქტურის კვლევა. როცა მეცნიერებმა მონაცემებს გადახედეს ვარსკვლავების სიმკვრივის განაწილებაში ოთხი ანომალია დააფიქსირეს, რომლებიც მზის მიმართ გალაქტიკურ კოორდინატებში შემდეგნაირად არიან განაწილებული: ჩრდილოეთით 2 კპ (კილო პარსეკი), სამხრეთით 4-6 კპ, ჩრდილოეთით 8-10 კპ და კვლავ სამხრეთით 14-16 კპ. მოგვიანებით მკვლევრებმა ეს ტალღური სტრუქტურა დააკავშიროს გალაქტიკის ძირითადი სპირალურ მკლავების (პერსევსი, გედი, ცენტავრი, მშვილდოსანი) რხევებთან.

i.dailymail.co.uk/i/pix/2015/03/11/268877C100000578-0-image-a-3_1426068518883.jpg

ერთ-ერთი მოსაზრებით მარტორქის რკალის ტალღური სტრუქტურა შესაძლოა გამოწვეული იყოს ირმის ნახტომის დისკოში რომელიმე ჯუჯა გალაქტიკის გავლით, რომლის ფარული მატერიის ჩვენი გალაქტიკის ფარულ მატერიასთან შერევა იწვევს არაერთგვაროვნების ტალღების გაჩენას.

cdn.phys.org/newman/gfx/news/2015/1-thecorrugate.jpg
აქამდე მარტორქის რკალი ჩვენი გალაქტიკის მიერ დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარე ჰიპოტეტური ჯუჯა გალაქტიკიდან მიზიდული ვარსკვლავები ეგონათ. უკვე 2006 წელს მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ სინამდვილეში ეს რკალი შეადგენს ჩვენი გალაქტიკის დისკოს ნაწილს, თუმცა 1 წელიწადში უგულველყვეს ეს იდეა. ახალი მონაცემები კი, რომლის თანახნადაც მარტორქას რკალი ჩვენი გალაქტიკის ბნელი მატერიის ტალღებმა შექმნეს, თითქოს ამტკიცებს თავდაპირველ მოსაზრებას. თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენი გალაქტიკის რეალური დიამეტრი 100,000 სწ-დან 150,000 სწ-მდე იზრდება.

dept.astro.lsa.umich.edu/~ctslater/MRi/MRi_rgb_slater2014.png

წყარო:

http://phys.org/news/2015-03-corrugated-galaxy-milky-larger-previously.html

http://lenta.ru/news/2015/03/11/sds/

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.