შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 9

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

CERN–ი 60 წლისაა
CERN–ი 60 წლისაა

ნაწილაკების ფიზიკის კვლევით დაკავებული მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ორგანიზაცია – CERN (Conseil Européen pour la Recherche Nucléaire) დაარსდა 1954 წელს ჟენევასთან ახლოს, საფრანგეთის და შვეიცარიის საზღვარზე. თავიდან მონაწილე ქვეყნების რაოდენობა იყო 12, ამჟამად კი მათი რიცხვი თითქმის 90–მდე გაიზარდა და შესაძლოა მათ რიგებს მალე საქართველოც შეუერთდეს. ძირითადი სპონსორებია გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.

CERN–ის ყველაზე დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტული მოდელის ექსპერიმენტული დადასტურება. კერძოდ, 2012 წელს დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC) დადასტურდა ჰიგსის ბოზონის არსებობა, ხოლო CERN–ის ელექტრონულ–პოზიტრონულ ამაჩქარებელზე 1970–იანი წლების ბოლოს აღმოჩენილი იქნა ელექტროსუსტი ბოზონები (W და Z).

გარდა ამისა CERN ითვლება ინტერნეტის შექმნის ადგილად. 1980–იანი წლების ბოლოს ბრიტანელმა Tim Berners-Lee და ჰოლანდილემა Robert Cailliau შექმნეს ქსელი World Wide Web (WWW).

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.