ორმაგი ბეტა-დაშლია წარმოადგენს რადიოაქტიული დაშლის სახეს, რომლის დროსაც ბირთვის მუხტი 2 ერთეულით იზრდება. ამ პროცესისას ბირთვის მასა პრაქტიკულად არ იცვლება, რადგან გამოსხივდებიან მსუბუქი ნაწილაკები - 2 ელექტრონი და 2 ელექტრული ანტინეიტრინო. ჩვეულებრივი ბეტა-დაშლისგან განსხვავებით ეს პროცესი საკმაოდ იშვიათია: თერთმეტივე ნუკლონისთვის, რომელთათვისაც ასეთი პროცესი დამზერილია, ნახევარდაშლის პერიოდი სჭარბობს 70 წელს.
რაც შეეხება უნეიტრონო ორმაგ ბეტა-დაშლას, ნეიტრინო ან ანტინეიტრინო არ გამოსხივდება. ამისთვის კი აუცილებელია, რომ ნეიტრინოს ქონდეს მასა და გარდა ამისა ის იყოს მაიორანას ნაწილაკი, ანუ ნაწილაკი და ანტინაწილაკი ერთმანეთს ემთხვეოდეს.
ექსპერიმენტი EXO-200 (Enriched Xenon Observatory) ტარდება ნიუ-მექსიკოში (აშშ) 650 მ სიღრმეზე, რაც ამცირებს კოსმოსური გამოსხივების ფონს. ექსპერიმენტში იყენებენ 200 კგ თხევად ქსენონს, რომლის 80,6 % წარმოდგენილია Xe-136 იზოტოპით, და ეძებენ Xe-136 -ის Ba-136-ად ორმაგი უნეიტრონო ბეტა-დაშლის კვალს. ექსპერიმენტის მიმდინარეობის ორი წლის განმავლობაში ასეთი დაშლის კვალი ვერ იქნა ნაპოვნი. ეს კი Xe-136-ს უნეიტრონო ნახევარდაშლის პერიოდის ქვედა ზღვისთვის იძლევა 1025 წელს, რაც სამყაროს ასაკზე დაახლოებით მილიარდჯერ მეტია. გამოთვლებისას ჩათვლილი იყო, რომ ნეიტრინოს მასა ≤ 0.01 eV.
ექსპერიმენტების მონაცემები თანხვედრაშია ელემენტარული ნაწილაკების თეორის სტანდარტული მოდელთან, რომლის თანახმადაც მაიორანას ნეიტრინოები არ უნდა არსებობდნენ. მართლაც უნეიტრონო ორმაგი ბეტა-დაშლა არღვევს ლეპტონური რიცხვის შენახვის კანონს, რადგან იბადებიან მხოლოდ ელექტრონები (+1-ის ტოლი ლეპტონური რიცხვებით) და არ გამოსხივდება ანტინეიტრინოები (-1-ის ტოლი ლეპტონური რიცხვებით).