მეცნიერთა ორმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა გაანალიზა სამხრეთ პოლუსთან განთავსებული ობსერვატორია BICEP2-ის მონაცემები, რომელზეც დაყრდნობით მარტში გამოცხადებული იქნა რელიქტური გრავიტაციული ტალღების, დიდი აფეთქების ექოს, შესაძლო აღმოჩენის შესახებ (ინფორმაცია იხილეთ აქ). BICEP2-ის განცხადება ეყრდნობოდა რელიქტური მიკროტალღური გამოსხივების პოლარიზაციულ სურათზე აღმოაჩენილ შესამჩნევ გრიგალურ სტრუქტურას (B-მოდა). ასეთი გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის შემთხვევაში დადასტურდებოდა გრავიტაციის კვანტური ბუნება და ადრეულ ეტაპებზე სამყაროს გაფართოების ინფლიაციური სცენარი. თუმცა ახალი ანალიზის თანახმად დამზერილი ეფექტი გრავიტაციული ტალღების გარდა ჩვენ გალაქტიკაში გაბნეულმა მტვერმაც შესაძლოა გამოიწვიოს. სურათზე ნაჩვენებია ჩვენ გალაქტიკაში მტვერის განაწილება, რომელიც დაედო საფუძვლად ბოლო ანალიზს. ასე, რომ განცხადება რელიქტური გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის შესახებ ჯერ არაა საკმარისად დასაბუთებული.