შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

დიდი აფეთქების გრავიტაციული ექო აღმოაჩინეს?
დიდი აფეთქების გრავიტაციული ექო აღმოაჩინეს?

სამხრეთ პოლუსთან განლაგებული ტელესკოპის მეშვეობით ამერიკელმა ასტროფიზიკსებმა თითქოს პირველად შეძლეს დიდი აფეთქებით გამოწვეული გრავიტაციული ტალღების დაფიქსირება. სიგნალი ნაპოვნია სამყაროს მიკროტალღური რელიქტური გამოსხივების (CMB) სპეციფიკური შეშფოთებების ანალიზის მეშვეობით.

თუ შედეგები დადასტურდა დამტკიცდება ასევე სამყაროს ინფლიაციური გაფართოების მოდელი. თანამედროვე წარმოდგენებით სამყაროს ზესწრაფ (ინფლიაციურ) გაფართოებას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ დიდი აფეთქებიდან პირველი წამის ტრილიონი კუბში ნაწილის დროის ინტერვალში. დროის ამ საოცრად მცირე მონაკვეთში სამყარო გაიზარდა 0-დან დაახლოებით ფორთოხლის ზომამდე. ასეთ გაფართოებას უნდა დაეტოვებინა სპეციფიკური კვალი CMB პოლარიზაციაში -  ე.წ. B-მოდა. BICEP2 კოლაბორაციის წევრები ამტკიცებენ, რომ მათ სწორედ ეს სიგნალი აღმოაჩინეს, რომელიც მხოლოდ ინფლიაციის პერიოდში არსებულ გრავიტაციულ ტალღებს შეეძლოთ დაეტოვებინათ.

არის შანსი, რომ აღმოჩენილი სიგნალი შეიძლება გამოწვეული იყოს CMB-ს ურთიერთქმედებით ჩვენი გალაქტიკის მტვერთან. BICEP2 პროექტის წევრები ამტკიცებენ, რომ ამ შესაძლებლობის გამორიცხვას მათ ბოლო 3 წელი შეალიეს. აღმოჩენა რომ დადასტურდეს მიღებული შედეგები შედარებული იქნება სხვა დაკვირვებებთან, განსაკუთრებით ESA-ს კოსმოსური ტელესკოპ Planck-ის პოლარიზაციის რუქასთან, რომელიც ამ ზაფხულში უნდა გამოქვეყნდეს.

წყარო

 

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.