2013 წელი მდიდარი აღმოჩნდა სამეცნიერო აღმოჩენებით. დაწყებული ეგზოპლანეტების პოვნით, დამთავრებული კოსმოსური ნეიტრინოების დაფიქსირებით.
გავიხსენოთ 2013-წლის 6 ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო მოვლენა.
NASA-სკოსმოსურმა აპარატმა Voyager 1-მა ვარსკვლავთაშორისო სივრცეს მიაღწია
თითქმის 35 წლიანი მოგზაურობის შემდეგ აგვისტოში NASA-ს კოსმოსურმა აპარატმა Voyager 1-მა ვარსკვლავთაშორისო სივრცეს მიაღწია. რადგან მზის სისტემას არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული საზღვრები, მეცნიერები ეყრდონობდნენ მონაცემებს მზის ქარის სიმკვრივის შესახებ ხომალდის გარშემო სივრცეში.
Voyager 1 გახდა პირველი კოსმოსური ხომალდი რომელმაც დატოვა მზის სისტემა, რაც მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს კოსმოსური კვლევების ისტორიაში. ამჟამად მისი დაშორება მზიდან 18.76 მილიარდ კილომეტრს შეადგენს.
ამტარქტიკაში დააფიქსირეს მზის სისტემის გერედან მოსული ნეიტრინოები
მაღალი ენეგიის ნეიტრინული სიგნალის პირდაპირი დაფიქსირება რთულია, ამიტომ მეცნიერები სწავლობენ პირველადი ნაწილაკების ურთიერთქმედებას გარემოსთან. იმ მილიარდობით ნეიტრინოდან, რომელიც ყოველ წამს განჭოლავს დედამიწის თვითოეულ კვადრატულ სანტიმეტრ ფართობს, მხოლოდ რამოდენიმე ურთიერთქმედებს მატერიასთან. ამტარქტიკის ყინულებში განთავსებული 1 კმ3 მოცულობის ნეიტრინული დეტექტორით - IceCube, მოხერხდა მზის სიტემის გარედან მოსული 2 ნეიტრინული სიგნალის დაფიქსირება. ესა პირველი ასეთი შემთხვევა უწყვეტი დაკვირვებების დაწყებიდან 1987 წელს. მიუხედავად იმისა, რომ 2 შემთხვევა არაა საკმარისი რათა დადგინდეს სიგნალის წყარო (ზეახალი ვარსკვლავი, გამა-აეთქება, შევი ხვრელები და ა.შ.), ეს დაკვირვებები წარმოადგენენ ახალ მიჯნას სამყაროში მაღალ-ენერგიული მოვლენების გაგების გზაზე.
მარსზეშესაძლოასიცოცხლეყოფილიყო
NASA-ს მარსმავალ Curiosity-ის მარსზე ბრწყინვალე დაშვების შემდეგ შვიდი თვე გავიდა. Curiosity-ის მისია მარსზე წარსულში არსებული პოტენციური სიცოცხლის მოძიებაა. მარსმავალზე არსებული ინსტრუმენტების მეშვეობით მეცნიერებმა აღმოაჩინეს ზოგიერთი ძირითადი ინგრედიენტები, რომლებიც საჭიროა მარსზე სიცოცხლის არსებობისთვის. მაგალიტად, დეკემბერში Curiosity -ის გუნდმა პლანეტის ეკვატორთან ახლოს აღმოაჩინა მტკნარი ტბის ნაკვალევი. ეს ტბა დაახლიებით 3.7 მილიარდი წლის წინ არსებობდა.
2013 წელს მარსზე ჩატარებული კვლევებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარსი შესაძლოა გაცილებით გამოსადეგი იყოს საცხოვრებლად.
დედამიწისტყუპისცალი
ოქტომბრის მიწურულს მეცნიერებმა გამოაცხადეს დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტის აღმოჩენის შესახებ. პლანეტა, რომელსაც kepler-78b-უწოდეს, ძალიან გავს დედამიწას ზომით და შედგენილობით. ის 20 %-ით ფართოა და 80 %-ით უფრო მასიურია ვიდრე დედამიწა და გააჩნია დედამიწის მსგავსი სიმკვრივე. იგი თავისი მზისგან 1.5 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული და მის გარშემო ორბიტაზე შემოვლას 8.5 საათს ანდომებს. თუმცა პლანეტის ზედაპირზე ტემპერატურა 2000 C გრადუს აღწევს.
20 წელი გავიდა მას შემდეგ რაც მზის სისტემის გარეთ პირველი ეგზოპლანეტა იქნა აღმოჩენილი და მათი რაოდენობა დროთა განმავლობაში იზრდება. შარშან ეგზოპლანეტების დადასტურებულმა რაოდენობამ 1000 მიაღწია.
საუკუნის კომეტის სიკვდილი
საუკუნის კომეტად წოდებულმა კომეტამ ISON 28 ნოემბერს ჩაუარა მზეს. კომეტა მზეს დაუახლოვდა 1.1 მილიონი კილომეტრით და დაიშალა მზის გრავიტაციული ველის და სიმხურვალის ზემოქმედების შედეგად. მეცნიერების აზრით კომეტის ბირთვი უფრო მცირე აღმოჩნდა ვიდრე თავიდან ეგონათ, რაც გახდა მისი განადგურების ძირითადი მიზეზი.
ჩელიაბინსკის მეტეორიტის აფეთქება
მეტეორიტი აფეთქდა ჩელიაბინსკის ოლქის (1,500 კმ მოსკოვის აღმოსავლეთით) თავზე 15 თებერვალს. დაახლოებით 17 მ. დიამეტრის ასტეროიდმა გამოიწვია აფეთქება, რომელიც 470 კილოტონას შეადგენდა ტროტილის ექვივალენტში. ასობით ადამიანი მსუბუქად დაიჭრა და ასობით შენობა მცირედ დაზიანდა.