შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.


სტატიების ეირარქია
ბგერის შთანთქმა

ბგერის შთანთქმა ესაა ბგერითი ტალღის ენერგიის შეუქცევადი გადასვლა სხვა სახის ენერგიაში, მათ შორის სითბოშიც. ბგერის შთანთქმის კოეფიციენტი α განისაზღვრება როგორც იმ მანძილის უკუპროპორციული სიდიდე, რომელზეც ბგერითი ტალღის ამპლიტუდა მცირდება е-ჯერ. ხშირად შემოაქვთ ასევე დაკარგვის კოეფიციენტი:

ε = α λ/π

(სადაც λ ტალღის სიგრძეა) და ვარგისიანობა:

Q =1/ ε .

სიდიდეს α λ უწოდებენ ლოგარითმული მილევის დეკრემენტს.

გარემოში გავრცელებისას ბგერის შთანთქმის კოეფიციენტი α დამოკიდებულია გარემოს სიმკვრივეზეი, სიბლანტეზე და სითბოტევადობაზე. თუ გარემოს სრიალისა და მოცულობითი სიბლანტის და სითბოგამტარობის კეოფიციენტები არაა დამოკიდბული სიხშირეზე, რაც პრაქტიკაში ხშირად სრულდება, მაშინ

α   ̴ ω2 ,

სადაც ω-ბგერითი ტალღის წრიული სიხშირეა.

თუ ბგერის გავრცელებისას ირღვევა გარემოს შედგენილობის წონასწორობა, ბგერის შთანთქმა გაცილებით დიდია და მას რელაქსაციური ეწოდება. ამ შემთხვევაში ბგერის შთანთქმას თან სდევს ბგერის დისპერსია.

გაზებში ბგერის შთანთქმისას სითბაგამტარობა და სიბლანტე წარმოადგენენ ერთი და იგივე რიგის სიდიდეებს. გაზეში ბგერის შთანთქმა დამოკიდებულია მის წნევაზე, რამდენადაც რელაქსაციის სიხშირე წნევის დავარდნისას ეცემა.

სითხეებში ბგერის შთანთქმა, უმთავრესად განისაზღვრება სიბლანტით, სითბოგამტარობის წვლილი კი გაცილებით მცირეა. ბევრ სითხეებში ბგერის შთანთქმისათვის მნიშვნელოვანია რელაქსაციური პროცესები. რელაქსაციის სიხშირე სითხეებში, ანუ სიდიდე

ωp = 1/τ ,

სადაც τ რელაქსაციის დრია, როგორც წესი, ძლიან დიდია. ზოგადად ბგერის შთანთქმა დიდადაა დამოკიდებული ტემპერატურაზე და მინარევების არსებობაზე.

მყარ სხეულებში ბგერის შთანთქმა დამოკიდებულია შინაგან ხახუნსა და გარემოს სითბოგამტარობაზე. დიდ სიხშირეების და დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში ხდება ბგერის ზემოქმედება მყარი სხეულის შიდა შეშფოთებებზე (ფონონი, გამტარებლობის ელექტრონები, სპინორული ტალღები). ბგერის შთანთქმის სიდიდე მყარ სხეულებში დამოკიდებულია ნივთიერებეის კრისტალურ შედგენილობაზე, მატერიის წინასწარ გადამუშავების ხარისხზე და დეფექტების არსებობაზე. ბევრ მყარ სხეულში არც თუ ისე დიდი სიხშირის შემთხვევაში, როცა

α   ̴ ω ,

ვარგისიანობის სიდიდე არაა დამოკიდებული სიხშირეზე და შეიძლება განვსაზღვროთ მასალისთვის მახასიათებელი ბგერის დანაკარგი. ყველაზე დაბალი ბგერის შთანთქმა დაფიქსირებულია დიელექტრიკებში ოთახის ტემპერატურაზე.

ნახევარგამტარებში ბგერითი შთნთქმის სიდიდემ შეიძლება მიიღოს „უარყოფითი მნიშვნელობაც“. ანუ ამ შემთხვევაში ხდება ბგერის გაძლიერება როცა მუხტის გადამტანების დრეიფის სიჩქარე ზრდის ბგერითი ტალღის გავრცელების სიჩქარეს.

ტემპერატურის გაზრდისას იზრდება ბგერის შთანთქმა. ორთქლსა და ბოჭკოვან გარემოში ბგერის შთანთქმა დიდია, ამიტომაც ასეთ გარმოს ბგერის ჩასახშობად იყენებენ. ბგერის ინტენსივობის ზრდისას თავს იჩენს შთანთქმის არაწრფივობა, რომელიც ტალღის ამპლიტუდაზეა დამოკიდებული და განპირობებულია იმით, რომ ხდება ენერგიის გადაცემა მაღალ, ძლიერ მშთანთქმელ ტალღების სპექტრის კომპონენტებისათვის.

წყარო: ფიზიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, ა.მ. პროხოროვი

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.