შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.


სტატიების ეირარქია
ტახიონი

ტახიონი (ბერძ. ταχύς. სწრაფი) ჰიპოტეტური ნაწინაკია, რომელსაც გააჩნია რამოდენიმე განსაკუთრებული თვისება: ის მოძრაობს სინათლეზე სწრაფად, უფრო მეტიც, მას შეუძლია უსასრულოდ დიდი სიჩქარის განვითარება რაგინდ მცირე ენერგიით.

ფარდობითობის სპეციალურ თეორიაში სინათლეზე სწრაფად მოძრავ ნაწილაკებს გააჩნიათ სივრცისმაგვარი 4-იმპული და აქვთ წარმოსახვითი მასა, რაც იმას ნიშნავ რომ ენერგიის შემცირებით ასეთი ნაწილაკი იღებს რაგინდ დიდ სიჩქარეს. როცა ტახიონი ნივთიერებაში მოძრაობს, ატომებთან შეჯახებისას ენერგიას კარგავას, ანუ სიჩქარეს უმატებს. ე.ი. ტახიონი უსასრულო სიჩქარეს თვითონვე იღებს, მისი მინიმალური სიჩქარე სინათლის სიჩქარეა. ერთ-ერთი მოდელის თანახმად კვაზარის ჯეტებში ნავარაუდევია სინათლეზე სწრაფი მოძრაობა, ანუ ტახიონების გამოსხივება.

ტახიონის არსებობა თითქოს სამეცნიერო ფანტასტიკის საგანია, მაგრამ ისინი შეიძლება რეალურად არსებობდნენ. მათ შეეძლოთ საკმაოდ სასარგებლო საქმე გაეკეთებინათ ადრეული სამყაროსათვის. თეორიაში მათი შეტანა იწვევს ვაკუუმის, ანუ უცირესი ენერგიის მდგომარეობის, დესტაბილიზირებას. სისტემა ტახიონებით არის ე.წ. "ყალბი ვაკუუმის" მდგომარეაბაშია, შესაბამისად არასტაბილურია და ჭეშმარიტი ვაკუუმის მდგომარეობამდე უნდა დაიშალოს. ითვლება, რომ სამყარო თავდაპირველად ყალბი ვაკუუმის მდგომარეობაში არსებობდა, სადაც ინფლაციური ველი ტახიონი იყო. ტახიონის ველმა დრო-სივრცის ბზარები გააჩინა, შედეგად ვაკუუმში გაჩნდა უმცირესი ბუშტულები და სამყარო ინფლაციური გაფართოების რეჟიმში შევიდა. ამ ბუშტულებმა დიდი სიჩქარით დაიწყეს გაფართოება და დღეს თვითოეული უკვე 1026 მეტრამდე გაფართოება, რომელსაც ჩვენი ჰორიზონტი "ეწოდება". ყალბ ვაკუუმში არცერთ ელემენტარულ ნაწილაკს არ გააჩნია მასა, ჰიგსის ბოზონმაც კი არსებობა ტახიონის სახით დაიწყო.

ტახიონები ეწინააღმდეგებიან აინშტაინის ფარდობითობის სპეციალურ თეორიას, არღვევენ რა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, მიზეზ შედეგობრიობის კანონს. ტახიონებს შეუძლიათ დროში უკან მოგზაურობა (წარსულში). თუ როდესმე შევძელით ტახიონის დაფიქსირება და უკეთ შესწავლა, ამით შევისწავლით ასევე დროში მოგზაურობის შესაძლებლობას, რომელიც მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა.

წყარო

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.