შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 3

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.


სტატიების ეირარქია
პროთეზი, რომელიც კონტროლდება ტვინით

მეცნიერებმა გამონახეს გზა, როგორ ეკონტროლებინათ მოწყობილობა ტვინიდან წამოსული იმპულსების საშუალებით. პროთეზი მკერდზე მაგრდება, მას შეუძლია შეასრულოს გაცილებით მეტი მოძრაობა, ვიდრე მის წინამორბედებს. ასევე მათთან შედარებით, შესამჩნევად სწრაფიცაა.

როცა ჯესი ფიქრობს მკერდის კუნთების ამოძრავებაზე, ინფორმაცია სიგნალების სახით გადადის ნერვებში, რომლებიც ერთ დროს მკლავთან იყვნენ დაკავშირებულნი. სიგნალებს შიფრავს კომპიუტერი და შემდეგ შესაბამისად მართავს პროთეზს. მოწყობილობას თავისუფლად შეუძლია რაიმე ნივთის აღება, ასევე რაიმე ზედაპირზე საშუალო სიჩქარით მოძრავი საგნის დაჭერაც.

აშშ-ის Northwestern University-ის მეცნიერები ბიომექანიკოს ინჟინრის, თოდ კვიკენის ხელმძღვანელობით იკვლევენ, როგორ შეიძლება გამოიყენონ ტვინის სხვადასხვა უბნის აქტივობა პროთეზის დასახვეწად. მან სრულად უნდა შეძლოს ბუნებრივი ხელის ჩანაცვლება და ყველა მოძრაობის შესრულება, რასაც ეს კიდური აკეთებს.

ბატონმა სალივანმა 8 წლის წინ ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა და ორივე მკლავი მოკვეთეს. როგორც წესი, ასეთ დროს ტვინი ნერვზე კონტროლს კარგავს, რადგან საჭირო აღარ არის, თუმცა ჯესის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა, მისი ტვინი და ნერვული სისტემა უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მსგავსი მექანიზმები ფართოდ გავრცელდება და უამრავ პაციენტს აღმოუჩენს დახმარებას.

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.